დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ნოდარ ხადური - სახელმწიფომ ჯანდაცვის ხარჯებზე კორუფციული ფასების შემცირების გზით 220-მილიონიანი ეკონომია მიიღო
ავტორი:
2014/ივლისი/22 19:00:02
გასულ წელს სახელმწიფომ, ჯანდაცვის ხარჯებზე კორუფციული ფასების შემცირების გზით, 220-მილიონიანი ეკონომია მიიღო, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრისას ოპოზიციის იმ კითხვის პასუხად განაცხადა, რატომ ვერ აითვისა ჯანდაცვის სამინისტრომ 220 მილიონი ლარი. ოპოზიციონერი დეპუტატის გიგი წერეთლის თქმით, ეს იმიტომ მოხდა, რომ ფული არ ჰქონდათ.
მინისტრის განმარტებით კი, დაზღვევის სექტორში ფასების შემცირების შედეგად, შემცირდა ხარჯები და ამის გამო ეკონომია გაჩნდა. "როდესაც ჩვენ ჯანდაცვის პროგრამას ვითვლიდით, საფუძვლად თქვენი მთავრობის დროინდელი კორუფციული ფასები ავიღეთ, რომელიც სადაზღვევო კომპანიებს ჰქონდათ, მაგრამ მას შემდეგ, რაც ეს სადაზღვევო კომპანიებიდან სახელმწიფომ წამოიღო და მისი ხარჯეფექტიანი მართვა დაიწყო, ფასები განახევრდა", - აღნიშნა ნოდარ ხადურმა.
პარლამენტში ნოდარ ხადური დეპუტატებს 2013 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს აცნობს. უმცირესობასთან შეხვედრა კამათის, ურთიერთბრალდებებისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე წარიმართა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1129
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია