დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ვანო ზარდიაშვილი - შთაბეჭდილება მრჩება, რომ პრეზიდენტს საარჩევნო კამპანია აქვს დაწყებული და ფიქრობს, რაც მეტ აბსურდს დააბრალებს ხელისუფლებას, მით მეტი ქულები დაეწერება მას
ავტორი:
2018/თებერვალი/20 18:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAIVNIS/zardiashvili2.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/479299-vano-zardiashvili-shthabetcdileba-mrcheba-rom-prezidents-saarchevno-kampania-aqvs-datsyebuli-da-fiqrobs-rac-met-absurds-daabralebs-khelisuflebas-mith-meti-qulebi-daetsereba-mas.html", "headline": "ვანო ზარდიაშვილი - შთაბეჭდილება მრჩება, რომ პრეზიდენტს საარჩევნო კამპანია აქვს დაწყებული და ფიქრობს,...", "datePublished": "2018-02-20 14:29:46", "dateModified": "2018-02-20 14:29:46", "description": "შთაბეჭდილება მრჩება, რომ პრეზიდენტს საარჩევნო კამპანია აქვს დაწყებული და ფიქრობს, რაც მეტ აბსურდს და...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAIVNIS/zardiashvili2.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } შთაბეჭდილება მრჩება, რომ პრეზიდენტს საარჩევნო კამპანია აქვს დაწყებული და ფიქრობს, რაც მეტ აბსურდს დააბრალებს ხელისუფლებას, მით მეტი ქულები დაეწერება მას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვანო ზარდიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ნებისმიერი ობიექტური მოქალაქე ხედავს, რომ ”ქართულმა ოცნებამ” არა პიროვნებები, არამედ ინსტიტუტები ჩამოაყალიბა და გააძლიერა.

”ეს წინა ხელისუფლების მახინჯი პრაქტიკა იყო. ინსტიტუციურ მმართველობას აზრი არ ჰქონდა და ყველა საკითხს ორი სამი ადამიანი წყვეტდა. როგორც ჩანს მარგველაშვილს ამის მოთხოვნილება გააჩნია. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში სახალხო დამცველი, გენერალური აუდიტორი, სასამართლო, საკონსტიტუციო სასამართლო, ეროვნული ბანკი და პარლამენტი გამართულად, დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობენ ხელისუფლების დაბალანსების პრინციპების საფუძველზე. მათ შორის პრეზიდენტის ინსტიტუტიც არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი და მის კომპეტენტიაში არავინ ერევა. უბრალოდ სამარცხვინოა, რომ ქვეყნის პრეზიდენტი ამ რეალობას არ და ვერ ხედავს ან არ უნდა რომ დაინახოს. არსებობს საერთო, ეროვნული, ქვეყნის ინტერესები, რომელიც ვიწრო, მერკანტილური ინტერესის გამო არ უნდა დაამახინჯო და დააზიანო და საზოგადოება შეცდომაში არ შეიყვანო.

ამასთან, ერთი მარტივი კითხვა ბატონ პრეზიდენტს: ოთხი წელია ქვეყნის პრეზიდენტია და რა სიკეთე მოუტანა საქართველოს გარდა იმისა, რომ 40 მილიონზე მეტი აითვისა ბიუჯეტიდან - რაში დახარჯა და გამოიყენა ეს თანხა ქვეყნის საკეთილდღეოდ?”, - აღნიშნა ზარდიაშვილმა.





წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 526
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია