დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ირაკლი ღარიბაშვილი - ვიტოვებთ იმედს, რომ უკრაინის ხელისუფლება და მთლიანად საზოგადოება სიბრძნეს გამოიჩენს
ავტორი:
2014/იანვარი/22 18:00:07
საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და მოქალაქეების დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
"დიდი მღელვარებით ვადევნებთ თვალს ჩვენს მეგობარ და პარტნიორ ქვეყანაში - უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს. მეტად გვაწუხებს ის, რომ კიევის ქუჩებში განვითარებულ მოვლენებს მოჰყვა მსხვერპლი. გამოვთქვამთ ღრმა მწუხარებას ამ ტრაგიკული ფაქტის გამო. ჩვენ ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას და ვიტოვებთ იმედს, რომ უკრაინის ხელისუფლება და მთლიანად საზოგადოება გამოიჩენს სიბრძნეს და არ დაუშვებს მოვლენათა ძალადობრივ განვითარებას. გვჯერა, რომ უკრაინელ მეგობრებს შესწევთ უნარი მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით გადაწყვიტონ ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელი პოლიტიკური საკითხები", - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1105
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია