დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ღარიბაშვილი 15:00 საათზე მინისტრთა კაბინეტის ახალ წევრებს წარადგენს
ავტორი:
2014/ივლისი/22 13:00:03
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 15:00 საათზე მინისტრთა კაბინეტის ახალ წევრებს წარადგენს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციდან აცნობეს.
მთავრობაში საკადრო ცვლილებები 7 - სოფლის მეურნეობის, სასჯელაღსრულების, დევნილთა და განსახლების, გარემოს დაცვის, ინფრასტრუქტურის, კულტურის, დიასპორის - მინისტრებს შეეხოთ. აქედან, 2 შემთხვევაში გადანაცვლება მოხდა. კერძოდ, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის საკითხთა ყოფილი მინისტრი სოზარ სუბარი ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პოსტს დაიკავებს, ხოლო ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი გარემოს დაცვის მინისტრ ხათუნა გოგალაძეს ჩაანაცვლებს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 958
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია