დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ნინო წილოსანი - მიკვირს, რატომ აჩოჩქოლდა საზოგადოება 8-წლიანი ვადის გამო, რომელიც სასამართლომ გიორგანაშვილს მიუსაჯა
ავტორი:
2018/იანვარი/24 15:00:07
../photo/2015_02/0-00-1AAIVNIS/wilosani.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/474566-nino-tsilosani-mikvirs-ratom-achochqolda-sazogadoeba-8-tsliani-vadis-gamo-romelic-sasamarthlom-giorganashvils-miusaja.html", "headline": "ნინო წილოსანი - მიკვირს, რატომ აჩოჩქოლდა საზოგადოება 8-წლიანი ვადის გამო, რომელიც სასამართლომ გიორგა...", "datePublished": "2018-01-24 11:11:38", "dateModified": "2018-01-24 11:11:38", "description": "მიკვირს, რატომ აჩოჩქოლდა საზოგადოება 8-წლიანი ვადის გამო, რომელიც სასამართლომ გიორგი გიორგანაშვილს ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAIVNIS/wilosani.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } მიკვირს, რატომ აჩოჩქოლდა საზოგადოება 8-წლიანი ვადის გამო, რომელიც სასამართლომ გიორგი გიორგანაშვილს (ბახალას) მიუსაჯა. კანონი ნარკოტიკების დიდი რაოდენობით შეძენა-შენახვისთვის ხომ 8-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრი და პარლამენტის დეპუტატი ნინო წილოსანი გიორგი გიორგანაშვილისათვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთას.

როგორც დეპუტატი აღნიშნავს, საზოგადოების გარკვეული ნაწილი ცდილობს ნარკომანიის მიმართ რომანტიკული განწყობები შექმნას, ამასთან აღნიშნული შემთხვევები დაუკავშირონ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას, რაც არასწორია და მხოლოდ ნარკოდამოკიდებული ადამიანის მიმართ ლიბერალურ დამოკიდებულებას გულისხმობს.

”საინტერესოა მოიკითხეს თუ არა საზოგადოების აღშფოთებულმა წევრებმა რის გამო მიესაჯა გიორგი გიორგანაშვილს (ბახალას) 8 წელი და ვინც დაინტერესდა, იმან რა იფიქრა - ის 45 აბი ( 400 გრამამდე) სუბოტექსი გამოსაზამთრებლად შეიძინა თუ ის 843 აბი, მძღოლს რომ გამოატანა, დიდი მარაგის გასაკეთებლად სჭირდებოდა? მიკვირს, რატომ აჩოჩქოლდა საზოგადოება 8-წლიანი ვადის გამო, რომელიც სასამართლომ გიორგანაშვილს მიუსაჯა. კანონი ნარკოტიკების დიდი რაოდენობით შეძენა-შენახვისთვის ხომ 8-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თუმცა სწორედ საზოგადოება ვართ - ყველა საკითხში „ღრმად გათვითცნობიერებული“. თან გვიკვირს, რატომ ჰყავს ქვეყანას ამდენი ნარკოდამოკიდებული და თან პარალელურად ნარკომანიის მიმართ რომანტიკული განწყობები გვაქვს... როცა შედარება მოჰყავთ ადამიანის დაჭრასა და ასეთი დიდი ოდენობის ნარკოტიკების შეძენა-შენახვაზე გათვალისწინებულ სასჯელებს შორის და მათი მსგავსების გამო აღშფოთებას გამოთქვამენ, აი, სწორედ აქ ჩანს საზოგადოების რომანტიკული დამოკიდებულება ნარკოტიკების თემის მიმართ და ზუსტად მათი მცდელობა, რომ ასეთი ტიპის შემთხევევები დაუკავშირონ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას, რაც მხოლოდ ნარკოდამოკიდებული ადამიანის მიმართ ლიბერალურ დამოკიდებულებას გულისხმობს”, -აცხადებს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატი ნინო წილოსანი.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 568
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია