დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საპარლამენტო უმრავლესობა ყოველი თვის ბოლოს პრემიერს შეხვდება
ავტორი:
2013/დეკემბერი/21 22:30:03
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის შეხვედრა დასრულებულია.
როგორც ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ განუცხადა, საუბარი აქტუალურ საკითხებს შეეხო.
"დღეს "ქართული ოცნების" ოფისში გაიმართა ორი შეხვედრა. კოალიციის პოლიტსაბჭოს ფორმატში, ვისაუბრეთ პარლამენტის მომავალი კვირის სამუშაო თემებზე, მთავრობასთან ურთიერთობის საკითხზე და დამტკიცებულ ბიუჯეტზე. უმრავლესობის სხდომაზე კი ყველა იმ თემაზე, რაზეც პოლიტსაბჭოზე იყო საუბარი განვავრცეთ", - განაცხადა დავით საგანელიძემ.
მისივე თქმით, შეხვედრაზე ერთ-ერთი თემა, რომელსაც საუბარი შეეხო იყო ადგილობრივი თვითთმმართევლობის კოდექსში შესატანი ცვლილებები.
ამასთან, უმრავლესობის ლიდერის ინფორმაციით, შეთანხმდნენ, რომ ყოველი თვის ბოლოს, მმართველი გუნდის წევრები მთავრობის თავმჯდომარეს და იმ სამინისტროების ხელმძღვანელებს შეხვდებიან, რომელთანაც დეპუტატების მხრიდან ინტერესი გამოითქმევა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1142
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია