დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ქეთევან ციხელაშვილმა ზუგდიდში შეხვედრა გამართა
ავტორი:
2014/ივლისი/19 22:00:02
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ციხელაშვილმა ზუგდიდში შეხვედრა გამართა . შეხვედრა სახალხო დამცველის ოფისში ასოციაცია "იმედი" - დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის" ორგანიზებით გაიმართა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, შეხვედრაზე კონფლიქტების მოწესრიგების მიმართულებით ხელისუფლების პოლიტიკაზე, გადადგმულ ნაბიჯებზე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მიმდინარეობაზე, გამყოფი ხაზების მიმდებარედ სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საკითხზე და გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის საქმიანობაზე იმსჯელეს.
ქეთევან ციხელაშვილმა აღნიშნულ საკითხებზე შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა.
"ეს იყო საინტერესო შეხვედრა, რომელიც "იმედის" ინიციატივით გაიმართა. ამგვარი შეხვედრები გვარწმუნებს ადგილობრივი ინიციატივების წახალისების აუცილებლობაში, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, რადგან ეს შეხვედრები გამყოფი ხაზის სხვადასხვა მხარეს მცხოვრები ადამიანების კონტაქტებს და ნდობის მშენებლობას უწყობს ხელს და მნიშვნელოვანი სამშვიდობო რესურსია", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
შეხვედრაში არასამთავრობო ორგანიზაციების და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1044
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია