დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მიხეილ სააკაშვილი - ერეკლე კოდუამ ნამდვილი გმირობა ჩაიდინა
ავტორი:
2014/აგვისტო/02 23:00:02
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, ერეკლე კოდუამ "სახელმწიფო გადატრიალების შესახებ ბადრი პატარკაციშვილის გეგმის ჩაწერით" "ნამდვილი გმირობა" ჩაიდინა.
როგორც სააკაშვილმა გადაცემა "განსხვავებულ აქცენტებში" განაცხადა, კოდუამ მაშინ სახელმწიფო რუსული გეგმის განხორციელებისგან გადაარჩინა.
"ერეკლე კოდუამ ჩაწერა ბადრი პატარკაციშვილის სახელმწიფო გადატრიალების გეგმა და მაშინ მან ჩაიდინა ნამდვილი გმირობა, იმიტომ რომ ეს სიცოცხლის რისკის ფასად გააკეთა. მისთვის რომ ჩამწერი მოწყობილობა აღმოეჩინათ, იქვე გაასაღებდნენ ისე, რომ გზა-კვალს ვერ ვიპოვიდით. ჩვეულებრივ ბანდიტების ბუდეში შევიდა და სახელმწიფო გადაარჩინა რუსული გეგმის განხორციელებისგან. ეს არის ფაქტი ამ ადამიანის შესახებ", - განაცხადა სააკაშვილმა.
რაც შეეხება პატარკაციშვილს, ყოფილი პრეზიდენტი ნანობს, რომ ის საქართველოდან არ გააძევა.
"ახლა რომ ვფიქრობ, 2004 წელს უნდა მოგვეკიდა ხელი პატარკაციშვილისთვის და გაგვეგდო უკან რუსეთში, საიდანაც ჩამოვიდა საქართველოში. ეს იქნებოდა ყველაზე სწორი, ნაკლებად მტკივნეული გადაწყვეტილება, მაგრამ ბევრი ფაქტორი იყო, რის გამოც ასე არ მოვიქეცით _ ჩვენ არ ვიყავით საკმარისად ძლიერები, ვიყავით საკმაოდ გამოუცდელები. პატარკაციშვილს თავიდანვე ეტყობოდა, რა მიზნებიც ჰქონდა. ეს რომ ყოფილიყო, თავიდან ავიცილებდით ბევრ რამეს", - აღნიშნა სააკაშვილმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1026
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია