დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გიორგი მარგველაშვილი - ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების შემთხვევაში საქმე გვაქვს, სავარაუდოდ, სიცოცხლის მოსწრაფებასთან
ავტორი:
2014/ივლისი/18 23:30:02
თუ ჩვენ გაგვიჩნდება უნდობლობა გამოძიების მიმართ, მაშინ ლეგიტიმურია გამოძიებში საერთაშორისო საგამოძიებო უწყების ჩართვა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ოპოზიციის მოთხოვნაზე განაცხადა, რომლის მიხედვით, საქართველოს პროკურატურის მიმართ ნდობა დაბალია და გამოძიებაში უცხოელი ექსპერტები უნდა ჩაერთონ.
როგორც "რუსთავი 2"-ის ეთერში საუბრისას პრეზიდენტმა აღნიშნა, უაღრესად მნიშვნელოვანია, ქართულ სახელმწიფო ინსტიტუტებს შეექმნათ ლეგიტიმაცია. "არ შეიძლება მუდმივად კითხვის ნიშნის ქვეშ იყოს ჩვენი სახელმწიფო უწყებები და მუდმივად გავრბოდეთ საზღვარგარეთ, რომ იქედან მოვიყვანოთ ლეგიტიმური უწყებები. ჩვენ თვითონ უნდა შევქმნათ ობიექტურობის განცდა, ემოცია და რწმენა. ჯერ ვერ ვხედავ მიზეზს, თუ რატომ არ უნდა ენდოს ამ კონკრეტულ გამოძიებას საზოგადოება. უნდობლობის არგუმენტი ჩემთვის ჯერ წინ არ წამოწეულა, თუმცა თუ ასე იქნება, მერე ჩამოვიყვანოთ უცხოელი ექსპერტები", - განაცხადა მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, ქართული პოლიტიკა სავსეა მძიმე წარსულით, პოლიტიკოსებისათვის სიცოცხლის მოსწრაფების და პასუხგაუცემელი კითხვების კუთხით, რაც აღარ უნდა გამეორდეს. "ეს ჩვენი სამარცხვინო წარსულია ბოლო ათწლეულის განმავლობაში. გავიხსენოთ, კოსტავას, ჭავჭავაძის, გამსახურდიას, ჭანტურიას და ბოლოს – ჟვანიას საქმე. ჩემი რეაქცია, რაც კიწმარიშვილთან დაკავშირებით მაქვს არის ის, რომ ამ ფაქტს პასუხი უნდა გაეცეს", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების შემთხვევაში საქმე გვაქვს სავარაუდოდ სიცოცხლის მოსწრაფებასთან. "უნდა ჩატარდეს გამოძიება, რომელიც უსწრაფესად გასცემს პასუხს საზოგადოებას ამ ფაქტთან დაკავშირებით", - განაცხადა მარგველაშვილმა და ეროსი კიწმარიშვილის ოჯახს მიუსამძიმრა.








წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1080
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია