დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ვიტოლდ ვაშჩიკოვსკი - პოლონეთი ყოველთვის იყო და მომავალშიც იქნება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდამჭერი
ავტორი:
2017/სექტემბერი/29 09:30:01
../photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/dolidzepoloneti.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/454914-vitold-vashchikovski-polonethi-yovelthvis-iyo-da-momavalshic-iqneba-saqarthvelos-evropuli-da-evroatlantikuri-mistsrafebebis-mtkice-mkhardamtceri.html", "headline": "ვიტოლდ ვაშჩიკოვსკი - პოლონეთი ყოველთვის იყო და მომავალშიც იქნება საქართველოს ევროპული და ევროატლანტი...", "datePublished": "2017-09-29 05:23:57", "dateModified": "2017-09-29 05:23:57", "description": "ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე პოლო...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/dolidzepoloneti.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ვიტოლდ ვაშჩიკოვსკის შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრა პოლონეთში, ქალაქ ვარშავაში, სახელმწიფო მინისტრის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

„მხარეებმა საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის პერსპექტივების, აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის მზადებისა და საქართველო-პოლონეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.

სახელმწიფო მინისტრმა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების განხორციელების კუთხით მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესის შესახებ ისაუბრა, იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები და მათ შორის, პოლონეთი, განაგრძობენ მიმდინარე რეფორმების ხელშეწყობას და ხაზი გაუსვა ევროკავშირის სამიტის გადაწყვეტილებებში საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის წარმატებული ქვეყნის, პოლიტიკური მხარდაჭერის მნიშვნელობას.

თავის მხრივ, ვიტოლდ ვაშჩიკოვსკიმ აღნიშნა, რომ პოლონეთი ყოველთვის იყო და მომავალშიც იქნება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდამჭერი. ასევე, აღნიშნა, რომ პოლონეთი ევროკავშირისა და ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის მომხრეა, რადგანაც, მისივე თქმით, დასავლური ინსტიტუტების გაძლიერება ევროპის კონტინენტზე სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარების გარანტიაა.

სახელმწიფო მინისტრმა მადლობა გადაუხადა პოლონეთს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი და მტკიცე მხარდაჭერისთვის“, - აღნიშნულია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციაში.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 721
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია