საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
ქუთაისში 11 სტენდი ელოდება პარტიების სააგიტაციო პლაკატებს
ქუთაისში 11 სტენდი ელოდება პარტიების სააგიტაციო პლაკატებს
სულ ნანახია 1132
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

საქართველოში ჩატარებული არჩევნების პრაქტიკამ აჩვენა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში აქტუალუარია პარტიების მიერ სააგიტაციო მასალების განთავსების პრობლემა, რის აღმოსაფხვრელადაც ცეტრალურმა საარჩევნო კომისიამ და ადგილობრივმა თვითმმართველობამ რამდენიმე ღონისძიება გაატარაგაზეთი P.S. დაინტერესდა, რა მდგომარეობაა ამ მხრივ ქუთაისში.

 

2016 წლის 13 ივნისს ქუთაისის მერიამ გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმადაც განისაზღვრა სააგიტაციო მასალის განთავსების ადგილები. "ბეჭდვითი სააგიტაციო მასალების (პლაკატებისგაკვრა აკრძალულია საკულტო ნაგებობებზე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სასამართლოების, პროკურატურის, სამხედრო შენაერთებისა და პოლიციის შენობების ინტერიერსა და ექსტერიერში, საგზაო ნიშნებზე, აგრეთვე ქალაქ ქუთაისის  ტერიტორიაზე არსებულ გარეგანათების ბოძებზე..." ქალაქის მასშტაბით დადგმულია  11 სტენდი, სადაც უნდა განთავსდეს ყველა პარტიის სააგიტაციო პლაკატი.

გაზეთი  P.S. დეტალების დასაზუსტებლად ქუთაისის მერიის პრეს-სამსახურის უფროსს, ეკა მამისეიშვილს, გაესაუბრა.

 – როდის განთავსდა ქუთაისში პირველად მსგავსი ტიპის სტენდები?

სტენდები სპეციალურად ამ არჩევნებისთვის არ დადგმულა, ისინი რამდენიმე წლის წინ განთავსდა ქალაქში და პარტიები იყენებდნენ მას წინა არჩევნებზეც.

 არის თუ არა ეს სტენდები საკმარისი პარტიების რაოდენობბის გათვალისწინებით?

ვთვლით, რომ საკმარისია, ვინაიდან დაემატა მხოლოდ ორი სააგიტაციო ადგილი, ქალაქ ქუთაისის მოსწავლეახალგაზრდობის პარკი და ხარაზოვის ბაღში არსებული შენობა, სტენდების რაოდენობა კი უცვლელი დარჩა. აუცილებლობის შემთხვევაში სტედებსაც დავამატებდით.

იმ შემთხვევაში თუ დაირღვა სააგიტაციო მასალის განთავსების წესი, რა ზომებს მიმართავს ქუთაისის მერია?

ამ შეთხვევაში პარტიას ჯარიმის სახით დაეკისრება 50 ლარი, წინა არჩევნებზე იყო შემთხვევა, როცა კანონი დაარღვია ერთმა პარტიამ, საქმე გადაეცა სასამართლოს და დაჯარიმდა 50 ლარით.

დაველოდოთ, 2016 წლის არჩევნები ამ მხრივ განსხვავებული იქნება თუ არა...

 

მეგი კაკაბაძე,

 

ლიკა დევდარიანი

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია