დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მართვის მოწმობის აღების წესი მარტივდება
მართვის მოწმობის აღების წესი მარტივდება
ავტორი: psnews.ge
სულ ნანახია 1923
ავტორი:
psnews.ge

შსს-თ ინიციატივით 2013 წლის ბოლოდან, მოსახლეობას საშუალება ექნება მართვის მოწმობის მისაღები პრაქტიკული გამოცდა როგორც ავტომატურ, ისე მექანიკურ გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალებაზე ჩააბაროს, იმ შემთხვევაზე, თუ მოქალაქე გამოცდას ჩააბარებს ავტომატურ გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალებაზე, მას უფლება ეძლევა მართოს მხოლოდ ავტომატურ გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გამოცდას მექანიკურ გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალებაზე ჩააბარებს, მოქალაქეს უფლება აქვს მართოს როგორც ავტომატური, ასევე მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილი.

შს სამინისტროს მომსახურების სააგენტო სისხლის ბანკთან ერთად სიახლის დანერგვას გეგმავს, რომლის განხორციელების შემთხვევაში, მართვის მოწმობაში მიეთითება მფლობელის სისხლის ჯგუფი და რეზუსი. მართვის მოწმობაში, სისხლის ჯგუფის და რეზუსის აღნიშვნა, ამ ეტაპზე ნებაყოფლობით ხასიათს ატარებს.
ასევე მომსახურების სააგენტოს ტერიტორიაზე განთავსდება ლაბორატორია, სადაც უახლოეს მომავალში მსურველებს საშუალება ექნებათ მართვის მოწმობის აღებისას უფასოდ მიიღონ ინფორმაცია საკუთარი სისხლის ჯგუფისა და რეზუსის შესახებ.

2014 წლიდან შს სამინისტროს მომსახურების სააგენტო განათლების სამინისტროსთან ერთად საჯარო სკოლებში საგზაო ნიშნებისა და მოძრაობის უსაფრთხოების წესების სწავლების შემოღებას გეგმავს. დღეისთვის აღნიშნული საგანი ერთი სემესტრის განმავლობაში ისწავლება და მისი სწავლა ნებაყოფლობითია, 2014 წლიდან კი, აღნიშნული საგნის სწავლება უფროს კლასებში უკვე სავალდებულო გახდება.

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია