დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
„ექსკურსია მუზეუმებში“ - კულტურის მინისტრის ინიციატივა მუზეუმების გასაცოცხლებლად
„ექსკურსია მუზეუმებში“ - კულტურის მინისტრის ინიციატივა მუზეუმების გასაცოცხლებლად
სულ ნანახია 1919
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მუზეუმებთან ერთად იწყებს მასშტაბურ პროექტს სკოლის მოსწავლეებისთვის - „ექსკურსია მუზეუმებში“ - მიხეილ გიორგაძის ინიციატივა, რომლის მიზანიც მოსწავლეების სამუზეუმო ხელოვნებით დაინტერესებაა.

 

ამ ინიციატივას უერთდებიან საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი გიორგი კალანდია, მწერალთა სახლის დირექტორი ნატალია ლომოური, აბრეშუმის მუზეუმის დირექტორი ნინო კუპრავა, ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების მუზეუმის დირექტორი რევაზ კოტრიკაძე, ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე, ებრაელთა ისტორიის მუზეუმის ხელმძღვანელი გივი ღამბაშიძე, აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმის დირექტორი ლეილა ალიევა, ივანე მაჩაბლის სახლ-მუზეუმის დირექტორი თამარ შუკაკიძე და ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმის წარმომადგენელი ნინო კოვზიაშვილი.

„ექსკურსია მუზეუმებში“ - პროექტის ფარგლებში, ყველა სკოლის მოსწავლეს ექნება საშუალება, ესტუმროს ნებისმიერ მუზეუმს საქართველოს მასშტაბით, დაათვალიეროს არსებული საგამოფენო სივრცეები, გაეცნოს მუზეუმის ისტორიასა და მრავალფეროვან პროგრამებს, ასევე მუზეუმების საგანმანათლებლო პროექტებს.

 

საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობის მიღება შესაძლებელი იქნება წინასწარი რეგისტრაციის შედეგად კულტურის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე. დაინტერესებული სკოლების პედაგოგებს საშუალება ექნებათ ვებ-გვერდზე http://www.culture.gov.ge აირჩიონ სასურველი მუზეუმი, გაეცნონ შემოთავაზებულ სერვისებს, შეავსონ  განაცხადი და დაგეგმონ ექსკურსია სკოლის მოსწავლეებისთვის.

 

პროექტში, ეტაპობრივად ჩაერთვება ყველა მუზეუმი საქართველოს მასშტაბით.

გაცნობებთ, რომ მედიასახლP.S.“-თან („პოსტსკრიპტუმთან“) არსებული ტურისტული სააგეტო „PSmediaTravel“ თავადაც ახორციელებს მსგავს პროექტს საჯარო სკოლებისა თუ უმაღლესი სასწავლებლებისთვის. შესაბამისად, გამოთქვამს მზადყოფნას, რომ კულტურის სამინისტროს პროექტში ჩართვის  მსურველ სკოლებს დაეხმაროს მუზეუმებში ექსკურსიების ორგანიზებასა და ტურების მოწყობაში.

 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ტელეფონზე:

577 247711; 599 107794

ან მოგვწერეთ ფოსტაზე:

nato2727@gmail.com;

 

psnews27@gmail.com.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია