დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გაზეთ „P.S.“-ის პრაქტიკული ჟურნალისტიკის მედიალაბორატორია სტაჟირებას აცხადებს!
სულ ნანახია 1533
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

 მედიასახლი „P.S.“ („პოსტსკრიპტუმი“), სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის განვითარების ინსტიტუტთან (CSMDI) ერთად, ქუთაისში პრაქტიკული ჟურნალისტიკის მედიალაბორატორიას ხსნის!

 

იმის გათვალისწინებით, რომ ჟურნალისტიკის ფაკულტეტდამთავრებულ ახალგაზრდებს ძირითადად მხოლოდ თეორიული ცოდნა აქვთ და თანამედრლოვე მედიის ტექნოლოგიებში პრაქტიკული უნარ-ჩვევები არ გააჩნიათ, მედიასახლი „პოსტსკრიპტუმი“, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის განვითარების ინსტიტუტთან ერთად, პრაქტიკული ჟურნალისტიკის მედიალაბორატორიას ხსნის!

 

ეს პროექტი სპეციალურად მათთვისაა, ვისაც სურს, ჟურნალისტიკაში მაღალპროფესიონალურად დახელოვნდეს და დასაქმდეს კიდეც.

 

მსურველები კონკურსით შეირჩევიან და სამთვიან პრაქტიკულ სწავლებას სიმბოლურ ფასად გაივლიან.

 

განაცხადის წარმოდგენა ნებისმიერი პროფესიის სტუდენტებს ან კურსდამთავრებულებს შეგიძლიათ, თუ მოტივირებული ხართ, რომ პრაქტიკულად დახელოვნდეთ ჟურნალისტიკაში!

 

თქვენ შესაძლებლობა გექნებათ, პრაქტიკაში დაეუფლოთ თანამედროვე ჟურნალისტიკის პროფესიულ სტანდარტებს, ტრადიცული და ახალი მედიის უნარ-ჩვევებს.

 

სტაჟირებისას თქვენს განკარგულებაში იქნება შესაბამისი კომპიუტერული თუ ვიდეოტექნიკა. ამ სამი თვის მანძილზე იცხოვრებთ რეალური სარედაქციო ნიუსრუმის რეჟიმში, პროფესიონალი ჟურნალისტების ხელმძღვანელობით მოამზადებთ როგორც ახალ ამბებს გაზეთ „P.S.“-ისა და ყოველდღიური ინტერნეტგამოცემისთვის, www.psnews.ge, ასევე სიღრმისეულ სტატიებს, ინტერვიუებსა თუ ფოტო-ვიდეო სიუჟეტებს.

 

მულტიმედიაპლატფორმაზე დამყარებული სწავლების მეთოდი შესაძლებლობას მოგცემთ, თანამედროვე მედიის ყველა საშუალებაში სამუშაოდ გქონდეთ ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები.

სტაჟირების პერიოდში, მედიალაბორატორიის სტუდენტების სტუმრები იქნებიან მოწვეული ექსპერტები მედიასამართალში, მედიაეთიკის, ფოტო და ახალი მედიის სპეციალისტები.

 

მიღებული ცოდნისა და უნარ-ჩვევების შესაბამისად, თქვენ აგრეთვე შეძლებთ, რომ მონაწილეობა მიიღოთ რედაქციის პრესკლუბის საქმიანობაში, მოიწვიოთ თქვენთვის სასურველი ადამიანები პრესკლუბში დისკუსია-დიალოგისთვის და შემდგომ გააშუქოთ მულტიმედიურ ფორმატში.

 

სტაჟირების დასასრულს  10-ბალიანი სისტემით შეფასდება ლაბორატორიის სტუდენტთა საქმიანობა შემდეგი კრიტერიუმებით:

 

 

სიახლეების ათვისების უნარი;

 

განსხვავებული ხედვისა და თემების მიგნების ნიჭი;

 

წყაროების მოძიებისა და გადამოწმების მეთოდები;

 

მოვლენის მულტიმედიური გაშუქების უნარი;

გამართული ქართულით მეტყველება და წერა;

 

კრიტიკული აზროვნების უნარი.

 

 

ისინი, ვინც 70%-ზე მეტ ქულას მოიპოვებენ, მიიღებენ ორენოვან სერთიფიკატს და მიეცემათ რეკომენდაცია მომავალი დამსაქმებლისთვის. სურვილის შემთხვევაში, ექნებათ შესაძლებლობა, რომ შტატგარეშედ გააგრძელონ გაზეთ „პოსტსკრიპტუმის“ რედაქციასთან პრაქტიკული თანამშრომლობა.

ისინი, ვინც 90%-ზე მეტ ქულას დააგროვებენ, სერთიფიკატის მიღებასთან ერთად, დასაქმდებიან მედიასახლ „პოსტსკრიპტუმში“.

 

მსურველებმა 29 აპრილამდე უნდა გამოგვიგზავნოთ სამოტივაციო წერილი, ავტობიოგრაფია (სმ) და საკონტაქტო მონაცემები შემდეგ მისამართზე: nato2727@gmail.com; სასურველია ასევე ჟურნალისტური მასალის გამოგზავნა, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

 

გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს თავად დავუკავშირდებით. გასაუბრება გაიმართება მაისის პირველ კვირაში. სტაჟირებისთვის შეირჩევა არაუმეტეს 20 სტუდენტი.

 

 

პრაქტიკული სწავლებისა და სტაჟირების სიმბოლური ღირებულებაა თვეში 25 ლარი

 

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონზე 577 247711 ან 599 107794

 

 

 

პროექტის ხელმძღვანელი ნატო გუბელაძე

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია