საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა ქუთაისის ბიხნესისექტორს ახალი საგადასახადო შეღავათები გააცნო
მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა ქუთაისის ბიხნესისექტორს ახალი საგადასახადო შეღავათები გააცნო
სულ ნანახია 152
ავტორი:

 

 

 

დაბეგვრის ახალი შეღავათიანი საგადასახადო  რეჟიმის  შესახებ ქუთაისის ბიზნესსექტორთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი, ნინო ჩიქოვანი, ფინანსთა მინისტრი ნიკოლოზ  გაგუა, ეკონომიკისა და მდგრადი  განვითარების მინისტრი გიორგი ჩერქეზიშვლი უძღვებოდნენ.

როგორც ნიკოლოზ გაგუამ განაცხადა  „მნიშვნელოვანია ასეთი კომუნიკაციები, უფრო დეტალურად გავიგებთ ბიზნესის საჭიროებების შესახებ. მოგეხსენებათ,  მცირე და საშუალო ბიზნესი არის ჩვენი მთავრობის მთავარი პრიორიტეტი, ჩვენ გვაინტერესებს, რა პრობლემატიკა  აწუხებს ბიზნესს. ჩვენ  მზად ვართ, პრობლემებს უფრო ახლოს ვიცნობდეთ, რათა უფრო ეფექტური ქმედებები გავაკეთოთ .“

 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი ჩერქეზიშვილი შეკრებილ საზოგადოებას ახალ საგადასახადო დაბეგვრის რეჟიმის უპირატესობებზე ესაუბრა.  „როგორც იცით, პირველი ივლისიდან ძალაში შევიდა ახალი ინიციატივები,რომელიც ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. ჩვენთის ეს გახლავთ პრიორიტეტი. გარდა საგადასახადო ნაწილისა, ეკონომიკის სამინისტროში შემავალი საჯარო სამართლის უირიდიული პირები, მათ შორის - აწარმოე საქართელოში, სხვადასხვა ტიპის პროგრამებს ვახორციელებთ , რომლებიც უშუალოდ დაკავშირებულია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებასთან, გვაქვს ძალიან ბევრი როგორც არსებული, ისე - წარმატებული პროექტები. ვიმედოვნებთ ,რომ დღევანდელი შეხვედრის ფარგლებში ზუსტად ის ბენეფიციარები იმყოფებიან,რომლებთანაც ვიმსჯლებთ რა შეიძლება კიდევ გაკეთდეს იმისათის, რომ  განვითარდეს აღნიშნული პროგრამა."- განაცხადა გიორგი ჩერქეზიშვილმა.

საგადასახადო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად ,მცირე ბიზნესის სტატუსი ენიჭებათ მეწარმე ფიზიკურ პირებს,რომელთა ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში იქნება 500 000 ლარამდე,ნაცვლად მანამდე არსებული 100 000 ლარისა. მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 1:-ანი განაკვეთით , ნაცვლად 5:-სა.

ახალი საგადასახადო რეფომა უზრუნველყოფს სექტორის უფრო მეტ გამჭირვალობას,რაც ხელს შეუწყობს მცირე მეწარმეებს, უფრო მეტად ჰქონდეთ წვდომა ფინანსურ რესურსზე.

დაბეგვრის შეღავათიანი სადაგასახადო რეჟიმი მნიშვნელოვანი სტიმულია მცირე ბიზნესის შემდგომი განვითარებისვის.

 

ლიკა კაკუშაძე

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია