დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ქუთაისში: პროგრამები, დარღვევები და ზეწოლის ფაქტები
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ქუთაისში: პროგრამები, დარღვევები და ზეწოლის ფაქტები
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
სულ ნანახია 1959
ავტორი:
ნესტან ჩაგელიშვილი
მსგავსი სიახლეები

15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში 12 თვითმმართველი ქალაქის მერი, 59 მუნიციპალიტეტში კი გამგებლები პირდაპირი წესით შეირჩა.

 

წელს თვითმმართველ ქალაქთა რიცხვს ქუთაისიც დაემატა, სადაც მერობისთვის 7 კანდიდატი იბრძოდა.


საარჩევნო სუბიექტები განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გააქტიურდნენ, ყოველდღიური შეხვედრები მოსახლეობასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მედიასთან ბოლო ერთი თვის განმავლობაში ამ განრიგში უწევდათ ყოფნა საარჩევნო მარათონში ჩართულთ.


მნიშვნელობიდან გამომდინარე, თვითმმართველობის არჩევნები აქტიურობით გამოირჩეოდა. დაფიქსირდა დარღვევები.

 

მნიშვნელოვანი კანონდარღვევა, რაშიც მმართველ გუნდს ედავებოდნენ - „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის სასარგებლოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაა.

 

ასევე, ქუთაისის ადგილობრივ ხელისუფლებას მოსახლეობისთვის გადასახური მასალის დარიგების, შიდაგზების და ეზოების მოწესრიგების მაის-ივნისის თვეებში აქტიურ ფაზაში შესვლას ოპონენტები მოახლოებულ არჩევნებზე ამომრჩეველთა მოსყიდვად აფასებდნენ. თუმცა, ქუთაისის მერიაში აღნიშნავდნენ, რომ სამუშაოები გამოცხადებული ტენდერების ვადებით დაიწყო.

 

საარჩევნო კანონდარღვევაში დასდეს ბრალი „ოცნების“ მერობის ქუთაისელ კანდიდატს შოთა მურღულიას. მურღულიას  საკრებულოს მიერ მიღებულ დადგენილებაზე პასუხისმგებლობის შეუსრულებლობაში ედავებოდნენ. კერძოდ კი, მურღულიამ აკრძალულ ადგილებში სააგიტაციო მასალის გაკვრაზე კონტროლი მერის მოვალეობის შემსრულებლად ყოფნის დროს აიღო. მოგვიანებით აკრძალულ ადგილებში  თავად მურღულიას და „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატების პლაკატები გამოჩნდა.

 

თავის მხრივ, მურღულიამ პასუხისმგებლობა მმშ ნოდარ მიქიაშვილს გადააბარა და თქვა, რომ კონტროლი მან უნდა გაუწიოს. მისივე თქმით, როდესაც ხელი მოაწერა მმშ იყო, ახლა კი მერობის კანდიდატია, ამიტომ მერის მოვალეობის შემსრულებლად ყოფნის დროს აღებული პასუხისმგებლობა, ამჯერად მასზე აღარ ვრცელდება, თუმცა დაადასტურა, რომ აკრძალულ ადგილებში პლაკატების გაკვრა კანონდარღვევაა, რასაც არამარტო მმართველი გუნდი, არამედ ყველა პარტია ახორციელებდა.

 

აკრძალულ ადგილებზე რომ გააკრეს პლაკატები, არ მალავენ ოპოზიციურ პარტიებშიც, თუმცა აცხადებდნენ, რომ მათ კანონი მმართველი გუნდის მიბაძვით დაარღვიეს.

 

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ საარჩევნო სუბიექტები კონკურენტების ჩამოცილებას მათი საარჩევნო პლაკატების ჩამოხევით ცდილობდნენ, ან მათზე თავიანთი პლაკატის გაკვრით ცდილობდნენ.


რამდენიმე კანდიდატმა ოპონენტების სასარგებლოდ კანდიდატურებიც მოიხსნეს. კანდიდატურების მოხსნის ფაქტები დაფიქსირდა რაიონებშიც, რაც არა კეთილი ნებით, არამედ მათი განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული ზეწოლის გამო მოხდა.

 

15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიდან ერთ თვეში ქუთაისის ახალი მოწვევის 24-კაციანი საკრებულო დაკომპლექტდება, როგორი იქნება მისი შემადგენლობა, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

 

ასევე ცნობილი გახდება ქუთაისის ახალ მერს ამომრჩეველთა 50%+1 დაუჭერს მხარს, თუ დაინიშნება მეორე ტური.

 

როგორც აღვნიშნეთ, ქუთაისის პირველობისთვის 7 კანდიდატი იბრძვის, ამათგან ორი ქალი კანდიდატია. 7 კანდიდატიდან ერთ-ერთი ქუთაისის მერის სტატუს და სავარძელს მოირგებს.

 

კანდიდატთა საარჩევნო პროგრამები  თითქმის იდენტური იყო, რასაც პოლიტიკური პარტიები ქალაქის პრობლემებიდან გამომდინარე ხსნიდნენ. ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, გაუმჯობესებული სოციალური პაკეტი, გზების და წყლის პრობლემის მოწესრიგება, განათლება - ეს არის პრიორიტეტთა ჩამონათვალი, რომელთაც ზოგიერთმა კანდიდატმა ქუთაისელებისთვის  გათვალისწინებული ყოველდღიური, ერთჯერადი უფასო კვებაც დაუმატა.

 

თუმცა რეალურად რა არის ქუთაისის და ქუთაისელთა პრობლემა, უფუნქციოდ დარჩენილი ქალაქი, ინფრასტრუქტურული პროექტები, საუნივერსიტეტო ქალაქი, ყოველდღიური ულუფა თუ რაღაც ბევრად მნიშვნელოვანი, ამის გარკვევას უშუალოდ ქუთაისელებისგან არავინ დაინტერესებულა. მათ აქცენტი იმ პრობლემაზე გააკეთეს, რაც მათი აზრით არის მნიშვნელოვანი და არა ადგილობრივებისთვის.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია