საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
ეკომიგრანტი ბერიძეების ექვსსულიანი ოჯახის ერთოთახიან ქოხში ისე წვიმს, როგორც გარეთ...
ეკომიგრანტი ბერიძეების ექვსსულიანი ოჯახის ერთოთახიან ქოხში ისე წვიმს, როგორც გარეთ...
სულ ნანახია 778
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ბუნებრივი კატასტროფებით დაზარალებული 35 ათასი ოჯახი ცხოვრობს,რომელთა უმრავლესობაც სოციალურ, ეკონომიკურ ან საცხოვრებელი ფართით დახმარებას საჭიროებს.

ეკომიგრანტად მიიჩნევა ოჯახი,რომლის საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დაზიანებულია ან აღდგენას არ ექვემდებარება. ასევეეკომიგრანტებად მიიჩნევა ის ოჯახებიც,რომელთა სახლები დაზიანებული არ არისმაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები (მეწყერიღვარცოფიკლდეზვავი, ქვათაცვენა, ზვავი) საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრები ადამიანების სიცოცხლეს და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას.

ეკომიგრანტების  მდგომარეობას ართულებს ის ფაქტი,რომ საკანონმდებლო დონეზე არ არსებობსეკომიგრანტისერთიანი განმარტება და ის ადამიანები,რომლებიც საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებული არიან, ფაქტიურად, არანაირი უპირატესობებით არ სარგებლობენ.

სახელმწიფოს შესაბამისი უწყებებს ევალებათ, ადეკვატური ზომები მიიღონ, თუმცა პრობლემა 20 წელზე მეტია, მოუგვარებელია.

არასამთავრობო ორგანიზაცია რეგიონალური ინიციატივების ცენტრისნათელი მომავალიდა კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთვრობო ქსელების(CENN)-ის, ერთობლივი პროექტის ფარგლებში დასავლეთ საქართველოში არსებული მედიასაშუალებების წარმომადგენლები მედიატურის ფარგლებში ვეწვიეთ ხონის მუნიციპალიტეტის დედალაურის თემში არსებულ ეკომიგრანტთა დასახლებას.

ეს ოჯახები 22 წელია, რაც სტიქიით დაზარალების შმდეგ, აჭარიდან ხონში გადმოსახლდნენ, თუმცა არანაირი შეღავათით არ სარგებლობენ, რადგან არა აქვთ სახელმწიფო დონეზე აღიარებული ეკომიგრანტის სტატუსი. ცხოვრობენ   გაუსაძლის პირობებში, არ აქვთ ბუნებრივი აირი, ცხელი წყალი, გარე განათება და .შ.  დასახლებამდე მისასვლელი გზა არის ცუდ მდგომარეობაში. კვირაში მხოლოდ ორჯერ შეუძლიათ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ქალაქში ჩასვლა. რამდენიმე ოჯახს მოუხსნეს სოციალური დახმარებაც.

 

განსაკუთრებით უჭირს, ბერიძეების 6 სულიან ოჯახს, რომლებიც მცირეწლოვან ბავშებთან ერთად, ხის ერთოთახიან ქოხში ცხოვრობენ. „წვიმიან ამინდში სახლშიც ისე წვიმს,როგორც გარეთ.

ვთხოვთ სახელმწიფოს,  გამოგვიყოს ნორმალური ფართი საცხოვრებლად ან დაგვასაქმონ, რომ ჩვენი სახსრებით შევძლოთ სახლის ყიდვა,“- განაცხადა ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა მზია ბერიძემ.

ამ დასახლებებში მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონი საგრძნობლად მაღალია, განსაკუთრებით  უჭირთ მრავალშვილიან ოჯახებს.

ამ ადამიანებს, ფაქტობრივად, არ აქვთ საცხოვრებელი პირობები. ისინი რეალურად ქოხებში ცხოვრობენ. ამიტომ, აუცილებელია საკანონმდებლო დონეზე გადაწყდეს მათი სტატუსის განსაზღვრა. ჩვენი ორგანიზაცია გარკვეული პერიოდი აკვირდებოდა და სწავლობდა ამ ოჯახების პრობლემებს, ამიტომ გახდა შესაძლებელი ამ პროექტის დააწაყება, რომელიც 5 თვე გაგრძლდება. ჩვენ პროექტის დასრულებისთანავე არ შევწყვეტთ ამ ადამაინებთან ურთიერთობას და ვეცდებით, შევქმნათ  მცირე საწარმო,რომელშიც ისინი დასაქმდებიან. იმედია, მცირე წვლილს მაინც შევიტანთ ეკომიგრანტების ცხოვრების გაუმჯობესებაში.“ - განაცხადა მარიკა ვაჭარაძემ, რეგიონალური ინიციატივების ცენტრის დამფუძნებელმა და პროექტისეკომიგრანტების უფლებებისთვისხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ,1989 წლის აპრილში აჭარის რეგიონში მომხდარმა მეწყერმაძირითადადხულოსქედისა დაშუახევის მუნიციპალიტეტების მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა დააზარალა.

სტიქიური უბედურების გამომოსახლეობის მიგრაცია აჭარიდან საქართველოს სხვადასხვა რეგიონშიგანხორციელდამათ შორისხონის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელში.

 

 

ლიკა დევდარიანი

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია