დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
„სოფლის ექიმის“ ახალი სახელმწიფო პროგრამის ფორმირება დაიწყო
„სოფლის ექიმის“ ახალი სახელმწიფო პროგრამის ფორმირება დაიწყო
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
სულ ნანახია 2068
ავტორი:
ნესტან ჩაგელიშვილი

სადაზღვევო კომპანიებს ექიმების ორთვიანი დავალიანება გაუსტუმრებელი აქვთ

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მარიამ ჯაში იმერეთის რეგიონის მასშტაბით მომუშავე სოფლის ექიმებს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე იმ ცვლილებებსა და პროგრამებზე იმსჯელეს, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო ამბულატორიებთან დაკავშირებით გეგმავს.

 

ახალი პროექტის ფარგლებში, იმერეთის რეგიონის 12 სოფელში ახალი, თანამედროვე ტიპის ამბულატორია აშენდება. ასევე მოხდება არსებული ამბულატორიების რეაბილიტაცია.

 

 

მნიშვნელოვანია ის ცვლილებები, რაც სახელმწიფოს სოფლის ექიმებთან დაკავშირებით გეგმავს.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მაისიდან ამბულატორიის ექიმებს ადმინისტრაციული ხარჯები შეუმცირდებათ, ასევე გაუნახევრდებათ სამედიცინო ჩანთის შესაძენად საჭირო თანხის რაოდენობა. ამ დრომდე სოფლის ექიმები ადმინისტრაციულ, კომუნალურ და მედიკამენტების შესაძენ თანხას საკუთარი ანაზღაურებიდან ფარავდნენ.

 

2000 მოსახლეზე ექიმის ხელფასის 500 ლარიდან სამედიცინო დოკუმენტაციაზე საშუალოდ 145 ლარი მოდიოდა, გარდა ამისა, ექიმს სამედიცინო ჩანთის შესაძენად 86 ლარი, ყოველი განახლებისთვის კი 18 ლარი სჭირდებოდა.

 

„ერთჯერადად მოხდება სოფლის ექიმის ჩანთის სრული შემადგენლობით შეძენა და გადაცემა. იმ მედიკამენტებს კი, რომელიც გადაუდებელი შემთხვევებისთვის იქნება საჭირო, ცენტრალიზებული გაერთიანების შესყიდვის ფარგლებში მნიშვნელოვანი ფასდაკლებით მიიღებენ.

 

სამინისტროს მიერ შემუშავებული პროგრამა ეტაპობრივად  განხორციელდება. აპრილის ბოლოს დასრულდება მუშაობა პირველადი ჯანდაცვის კონცეფციაზე, რაც „სოფლის ექიმის“ კონცეფციასაც მოიცავს.  შევიმუშავებთ ყველაზე ეფექტურ მოდელს ჯანდაცვის სისტემის მოსაწყობად, ასევე იქნება განხილული დაფინანსების ახალი მოდელი, რაც გულისმხობს ანაზღაურებას ბენეფიციარების რაოდენობის მიხედვით. ეს ზოგიერთი თემის ექიმისთვის შეიძლება წამგებიანი იყოს, ვიდრე მოჭრილი ანაზღაურება, როგორც დღეს ხდება, ვინაიდან მცირემოსახლიანი თემების ექიმების ანაზღაურება მიზერული დარჩება. ეს არაერთგვაროვან მიდგომას საჭიროებს. ამიტომ გასათვალისწინებელია, როგორც პოპულაციური, ასევე გეოგრაფიული და რელიეფური თავისებურებები, ამის მიხედვით გადაწყდება, ანაზღაურების როგორ მოდელზე გადავალთ,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მიმდინარე წლიდან შეწყდა ხელშეკრულება სადაზღვევო კომპანიებთან, რომლის ფარგლებშიც ექიმების ხელფასის ნახევარს კომპანიები ფარავდნენ. მიმდინარე წლიდან კი სოფლის მედპერსონალი ანაზღაურებას სრულად სახელმწიფოსგან მიიღებს.

 

შეგახსენებთ, რომ სადაზღვევო კომპანიებმა გასულ წელს ექიმებს ანაზღაურების გადახდა შეუწყვიტეს, რის მიზეზადაც გაკოტრება დაასახელს.

 

კუთვნილი ხელფასის მოთხოვნით ექიმებმა პარლამენტთან აქცია გამართეს, რის შემდეგაც, სამინისტროს ჩარევით, სადაზღვევო კომპანიებმა დავალიანება ეტაპობრივად დაფარეს, თუმცა, როგორც სოფლის ექიმებმა psnews.ge-სთან საუბარში აღნიშნეს, სადაზღვევო კომპანიებს ამ დრომდე მათი ორთვიანი დავალიანება აქვთ. ექიმები არ გამორიცხავენ, რომ  სადაზღვევო კომპანიებმა არსებული დავალიანება აღარ დაფარონ.

 

სადაზღვევო კომპანიების დავალიანებაზე საუბრობს მინისტრის მოადგილეც. მარიამ ჯაშის განცხადებით: „ზოგ სადაზღვევოს ერთი, ზოგს კი ორი თვის დავალიანება დარჩა. ზუსტად ვერ გეტყვით, როდის მოხდება მათი დაფარვა, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ეს დავალიანება აუცილებლად დაიფარება. რთული ვითარებაა, მხოლოდ სადაზღვევო კომპანია „არქიმედესთან“ დაკავშირებით, რადგან მოგეხსენებათ, რომ ეს კომპანია გაკოტრდა, ამიტომ მათ დავალიანებასთან დაკავშირებით რაიმეს თქმა გამიჭირდება, სხვა შემთხვევაში კი სრული ანაზღაურება მოხდება.“

 

 

psnews.ge

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია