დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
PSnews.ge-ს ჟურნალისტმა ომბუდსმენის გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა
PSnews.ge-ს ჟურნალისტმა ომბუდსმენის გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
სულ ნანახია 1580
ავტორი:
ჟანა ჯანელიძე

ადამიანი ვარ ადამიანი, რომელსაც სჭირდება თანადგომა- ნესტან ჩაგელიშვილის სტატია, რომელიც საუკეთესოდ აღიარეს


დასრულდა სახალხო დამცველის აპარატისა და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ გამოცხადებული კონკურსი, რომლის თემა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა უფლებები“ იყო.


კონკურსი რეგიონული მედიის ჟურნალისტებისთვის საქართველოს სახალხო დამცველის ეგიდით გაეროს ერთობლივ პროგრამასთან „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში“ თანამშრომლობით და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა. დაჯილდოების ცერემონალი 10 ნოემბერს თბილისში შედგა.


საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუშვილმა და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელმა შომბი შარპიმ საუკეთესო საგაზეთო და ინტერნეტ-გამომცემლობისთვის მომზადებული სტატიისთვის გაზეთ „P.S.“-ის და სააგენტო psnews.ge-ს ჟურნალისტი ნესტან ჩაგელიშვილი გამოაცხადეს. ნესტანის სტატია -„ადამიანი ვარ ადამიანი, რომელსაც სჭირდება თანადგომა“ - საუკეთესო აღმოჩნდა საკონკურსო მასალებს შორის. სტატიაში ქუთაისელი შშმ ქალბატონის, ქეთევან ბახუტაშვილის ცხოვრებასა და მოსაზრებებზე იყო საუბარი.

 

ნესტან ჩაგელიშვილს და საუკეთესო ბლოგის გამარჯვებულ ივეტა წითაიშვილს სახალხო დამცველმა სამახსოვროდ  AIPAD-ები გადასცა.


ჟურნალისტთა ნამუშევრები წამყვანი ნაციონალური სატელევიზიო არხის, რადიოს, გაზეთის, ჟურნალისა და ონლაინ მედიის წარმომადგენლებით დაკომპლექტებულმა სპეციალურმა კომისიამ შეაფასა.


დაჯილდოების ცერემონიალს წინ უძღოდა შშმ პირთა მდგომარეობის შესახებ პროექტის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია და დისკუსია.

 

psnews.ge

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია