დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ათი „უსაფრთხოების კუნძული“ ქუთაისში 400 000 ლარი უჯდებათ
ათი „უსაფრთხოების კუნძული“ ქუთაისში 400 000 ლარი უჯდებათ
ავტორი: მანანა ლეშკაშელი
სულ ნანახია 3682
ავტორი:
მანანა ლეშკაშელი

რეგიონული განვითარების ფონდიდან ქუთაისში წრიული მოძრაობის მოწესრიგებისა და უსაფრთხოების მიზნით „უსაფრთხოების კუნძულების“ განთავსებისთვის 400 000 ლარია გამოყოფილი.

 

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „ზაზო“ აწარმოებს.


მთელი ქალაქის მასშტაბით სულ 10 კუნძული უნდა მოეწყოს. მუშაობა უკვე დაწყებულია, ძირითადად ის მოედნები კეთდება, რომლებიც მოძრაობის დარეგულირებას მოითხოვს. სამუშაოები 4 თვის ვადაში დასრულდება.

 

როგორც ინფრასტრუქტურის განვითარების კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახურის უფროსი მალხაზ ბასილაძე აცხადებს, აღნიშნული „კუნძულების“ მოწყობა ქალაქში ბოლო პერიოდში მოჭარბებულმა მოძრაობამ გამოიწვია.

 

„კუნძულები“ გამარჯვების მოედანზე, კიკვიძის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვარლამიშვილის ქუჩის მოედანზე, საფიჩხიის მოედანზე, ბალახვნის მოედანზე, ავტოქარხანაში ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე ილია ჭავჭავაძის გამზირზე, 31-ე სკოლის წინ განთავსდება.

 

ბალახვნის ტერიტორიის მოსახლეობა აცხადებს, რომ კუნძულების არ არსებობის გამო ხშირად იქმნებოდა საავარიო სიტუაციები. აღნიშნული ობიექტები კი უზრუნველყოფენ უსაფრთხო მოძრაობას.

მალხაზ ბასილაძის განცხადებით, აუცილებლობის შემთხვევაში მსგავსი კუნძულები შესაძლოა, ქალაქის სხვა უბნებშიც მოეწყოს.

„უსაფრთხოების კუნძულები“ ჯერ კიდევ მშენებლობის პროცესშია, სულ მალე დასრულდება პირველი ობიექტი 31-ე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე (სტადიონთან) არსებულ მოედანზე.

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია