საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
ექსპერტიზის დასკვნით, გოგა ძველაიამ ციხეში თავი ჩამოიხრჩო
ექსპერტიზის დასკვნით, გოგა ძველაიამ ციხეში თავი ჩამოიხრჩო
ავტორი: psnews.ge
სულ ნანახია 1389
ავტორი:
psnews.ge
მსგავსი სიახლეები

სამხარაულის სახელობის ეროვნულმა ბიურომ გოგა ძველაიას საქმეზე უკვე დადო დასკვნა. ამის შესახებ ინფორმაციას „მოამბე“ ავრცელებს. საინფორმაციო გამოშვების ჟურნალისტის ინფორმაციით, დასკვნაში წერია, რომ „მექანიკური ასფიქსია განვითარებული კისრის ორგანოებზე მარყუჟის ზეწოლის შედეგად“ გახდა გარდაცვალების მიზეზი. აღნიშნული კი ნიშნავს იმას, რომ ქუთაისის 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არასრულწლოვანმა თავი ჩამოიხრჩო.

 

სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ამ დასკვნის შემდეგ პროკურატურისთვის გოგა ძველაიას საქმეში მთავარ ვერსიად რჩება სწორედ თვითმკვლელობა და გამოძიება სწორედ ამ მიმართულებით მიმდინარეობს.

 

„სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, გოგა ძველაიას გარდაცვალების უშუალო მიზეზია მექანიკური ასფიქსია განვითარებული კისრის ორგანოებზე მარყუჟის ზეწოლის შედეგად. დამატებით მოწმდება ვიდეოფირის მონტაჟის საკითხი, მართლაც არის თუ არა იქ მონტაჟის კვალი. ამ ეტაპზე, რაც ჩვენ გაგვაჩნია იმ მასალების ერთობლივი ანალიზით, მიგვაჩნია, რომ საქმე ეხება მაინც თვითმკვლელობას,“ - აცხადებს პროკურორი  ლაშა ლაღიძე.

 

შეგახსენებთ, რომ გოგა ძველაია ქუთაისის ციხეში 8 ოქტომბერს გარდაიცვალა და მიზეზი თვითმკვლელობა დასახელდა, თუმცა გარდაცვლილის ოჯახი აცხადებს, რომ პატიმარი თავის მოკლვას არ აპირებდა და ის ციხეში მოკლეს, ხოლო ვიდრე გამოძიების შედეგები არ იქნება ცნობილი, მანამდე ოჯახი მიცვალებულის დაკრძალვას არ აპირებს.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია