დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ჯიხურების პატრონი: „მართლა სასაცილო გახდა ქუთაისი, თავის მერიან გუბერნატორიანად“
ავტორი: ეკა შალამბერიძე
სულ ნანახია 1795
ავტორი:
ეკა შალამბერიძე
მსგავსი სიახლეები

რა უფრო არცხვენს ქუთაისს, 21-ე საუკუნის ჯიხურები თუ ჯიხურების მეპატრონესთან გაწყვეტილი ხელშეკრულება?

 

 

ქუთაისში განთავსებული ჯიხურების აღების თაობაზე საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ბრძანება ამ ეტაპზე ბრძანებად რჩება და მის საფუძველზე „ვადაგასულ“ ჯიხურებში განთავსებული „ბარაქიანი“ პროდუქტი კვლავ მყიდველის განკარგულებაშია. ამის მიზეზი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაა, რომელმაც შპს „მადლს“ სარჩელი ხელშეკრულების გაწყვეტის გაუქმების შეჩერებაზე დაუკმაყოფილა.

 

სასამართლომ ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან წარდგენილი არგუმენტები შპს „მადლთან“ ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე არასაკმარისად მიიჩნია და დამატებითი მასალების მიწოდებამდე საქმის მოკვლევა შეწყდა; შპს „მადლის“  ერთ-ერთი თანამფლობელი, ზურაბ უჩემბეგაშვილი, სასამართლო გადაწყვეტილებით კმაყოფილია და აცხადებს, რომ მერიის იურიდიულ სამსახურს დამატებითი მტკიცებულების წარდგენა გაუჭირდება, რადგანაც მხარეებს შორის პირობების დამრღვევი თავად ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობაა.

 

„აქ ვიღაც კერძო პირების ინტერესებია, მათ დაარწმუნეს ქალაქის მერიც, ხელშეკრულება გაეუქმებინა და ადმინისტრაციულ სხდომაზე გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტაზე ჩვენს გარეშე ჩუმად მიიღეს ისე, რომ ჩვენი არცერთი წარმომადგენელი არ მოუწვევიათ. ეს არ არის კანონსაწინააღმდეგო ქმედება? ან რა 10-დღიან ვადაზეა საუბარი, ჩვენ საკრებულოს გადაწყვეტილებას მედიის საშუალებით არ უნდა ვიგებდეთ, ისინი ტყუიან, როცა ამბობენ, რომ ბრძანება გამოგვიგზავნეს, არანაირი ბრძანება ჩვენამდე არ მოსულა და, საერთოდ, რას ნიშნავს ეს ყველაფერი? წინა მერს მოსწონდა ხელშეკრულება და გაგვიფორმა, ახალ მერს აღარ მოსწონს და აუქმებს, ვითამაშოთ ასე პინ-პონკი? მართლა სასაცილო გახდა ქუთაისი თავის მერიან გუბერნატორიანად“, - აცხადებს უჩუმბეგაშვილი.


თავის დროზე ერთხმად მხარდაჭერილ პროექტზე კითხვის ნიშნები ახალი მერის მოვალეობის შემსრულებლის მოსვლისთანავე გააჩნდა. შოთა მურღულია იმთავითვე არ მალავდა თავის არაკეთილ განწყობას ჯიხურების მიმართ და სამართლებრივი მოკვლევაც მისი დავალებით დაიწყო. მურღულია თავის პოზიციებში დღესაც პრინციპულია: „პირველი კურსის სტუდენტი-ეკონომისტიც ადვილად მიხვდება, რომ ეს ადგილები, სადაც ჯიხურები დადგეს, ფაქტობრივად, გაჩუქებულია. წარმოიდგინეთ ქალაქის საუკეთესო ტერიტორიებზე მოიჯარე წლის მანძილზე 85 ლარს იხდიდა, ანუ 10-დან 15 კვადრატულ მეტრამდე ადგილებში თვეში მხოლოდ 7 ლარს, ჩვენ საფუძვლიანი არგუმენტები გვაქვს საიმისოდ, რომ ხელშეკრულება გაწყდეს და ამ ადგილებსაც ბევრად მაღალ ფასად გავაიჯარებთ. თუ სასამართლო ფინანსურ კომპენსაციებს დაგვაკისრებს შპს „მადლის“ სასარგებლოდ, წინამორბედი ჩვენი კოლეგები გადაიხდიან, რომლებმაც შპს „მადლის“ ხელშეკრულება გაუფორმეს.


როდის, როგორ  და ვის სასარგებლოდ გადაწყდება შპს „მადლსა“ და ქალაქის მერს შორის დაწყებული სასამართლო დავა, ჩვენი მკითხველი ამას სასამართლოს დასრულების შემდგომ შეიტყობს.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია