დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ბავშვის რომელი დაავადებების დროს არის რეკომენდებული იპოთერაპია – ცხენით ჯირითით მკურნალობა
ბავშვის რომელი დაავადებების დროს არის რეკომენდებული იპოთერაპია – ცხენით ჯირითით მკურნალობა
სულ ნანახია 2176
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

ეს უჩვეულო მეთოდი ეხმარება ადამიანებს, განიკურნონ ისეთი დაავადებებისგან, რომლებიც რთულად ექვემდებარება მკურნალობას. კეთილშობილი ცხოველები კურნავენ სულსა და სხეულს...

 

ცხენისა და ადამიანის ურთიერთობას უძველესი ისტორია აქვს. ის მუდმივად ადამიანთან ერთად იყო შრომაში, ომის დროს თუ ყოველდღიურობაში, მაგრამ, გარდა დამხმარისა, ცხენი არის მგრძნობიარე თანამგზავრი, რომელთან ურთიერთობაც ამშვიდებს და რწმენას მატებს ადამიანს. სწორედ ამას ეფუძნება ალტერნატიული მედიცინის ერთ-ერთი სახეობა - იპოთერაპია.

 

იპოთერაპია, თავისი არსით, სამკურნალო ფიზკულტურის ერთ-ერთი ფორმაა, რომელსაც ერთვის ურთიერთობა ჭკვიან, ლამაზ და უკეთილშობილეს ცხოველთან.

 

უკვე მრავალი წელია, იპოთერაპია გვევლინება სომატური და ფსიქიკური დაავადებების მქონე ადამიანების რეაბილიტაციის აღიარებულ საშუალებად. ეს მეთოდი შესანიშნავი საშუალებაა პოსტ-ტრავმული რეაბილიტაციის დროსაც.

 

ცხენზე ჯირითი აიძულებს მხედარს, აამოქმედოს პრაქტიკულად ყველა კუნთი. როდესაც ცხენზე ზიხართ, გიწევთ წონასწორობის მუდმივად გაკონტროლება. ეს კი, თავის მხრივ, ზურგის, ტანისა და მთლიანად საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის სინქრონიზირების აუცილებლობას ქმნის.

 


სამკურნალოდ ჯირითს ნიშნავენ:

 

საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებების დროს;

 

სიყრუის დროს;

 

გონებრივი ჩამორჩენილობის დროს (დაუნის სინდრომი და სხვ.);

 

სოციალური ადაპტაციის დარღვევების, ნევროზების, დეპრესიების დროს;

 

ონკოდაავადებების დროს;

 

ოსტეოქონდროზის და რადიკულიტის დროს.

 

იპოთერაპია შეუცვლელი საშუალებაა სოციალური რეაბილიტაციისთვის. ცხოველზე მზრუნველობა, მისი მოვლა და გამოკვება ეხმარება ადამიანს კომუნიკაციის განვითარებაში და ჩუქნის მას უამრავ დადებით ემოციას.

 

ცხენებთან ურთიერთობას დიდი სარგებელი მოაქვს იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დარღვევები აქვთ. ხოლო ცერებრარული დამბლისა და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის „საცხენოსნო თერაპია“ ფასდაუდებელია.

 

ცხენით გასეირნების ზრდასრული მოყვარულებიც დიდ სარგებელს მიიღებენ იპოთერაპიის სეანსის ფარგლებში. ცხენის სხეულის ტემპერატურა 1,5-2 გრადუსით მაღალია ადამიანის ტემპერატურაზე და ეს ფაქტორი დამატებით ფიზიოთერაპიულ ეფექტს იძლევა. ცხენის ზურგის კუნთების მოძრაობა ათბობს და ამასაჟებს მხედრის ფეხების კუნთებს, აძლიერებს სისხლის მიმოქცევას ქვედა კიდურებსა და მენჯის არეში. ეს ყოველივე აუმჯობესებს, ზოგადად, ორგანიზმის სისხლით მომარაგებას.

 

ცხენით ჯირითი მრავალმხრივ სასიკეთო ზეგავლენას ახდენს: ცხენის მოძრაობების მიმართ ყურადღება ავარჯიშებს რეაქციას, გამოიმუშავებს სიტუაციის შეფასების გამოცდილებას, ხოლო ცხოველის მიმართ ნდობა შემდეგ ადამიანებზე ვრცელდება. ცხენთან მჭიდრო ურთიერთობის დროს შეუმჩნევლად გადის სტრესი, უკვალოდ ქრება შინაგანი დაძაბულობა, სულში კი ჰარმონია ისადგურებს.

 

თათია ბეჟიტაშვილი

 

marao.ge

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია