დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
Forbes-მა ყველაზე წარმატებულ საქმიან ქალად ვუ იაჰუნი დაასახელა
Forbes-მა ყველაზე წარმატებულ საქმიან ქალად ვუ იაჰუნი დაასახელა
სულ ნანახია 1803
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

ვუ იაჰუნი, Forbes-მა ყველაზე წარმატებულ საქმიან ქალად დაასახელა.

ყველაზე წარმატებული საქმიანი ქალები - 2013“ -ში Forbes-მა ის ქალბატონები შეიყვანა, რომლებიც მილიონებს თავად გამოიმუშავებენ.

რეიტინგის ლიდერი მსოფლიოს უმდიდრესი ქალბატონია. 49 წლის ჩინელი ვუ იაჰუნის ქონება 4,1 მლრდ აშშ დოლარად არის შეფასებული. საკუთარი კარიერა მან ჟურნალისტის ამპლუაში დაიწყო, შემდეგ ის ერთ-ერთ დეველოპერულ კომპანიაში მუშაობდა, 1993 წელს კი, საკუთარი სამშენებლო კომპანია დააფუძნა. ვუ იაჰუნისა და მისი მეუღლის ერთობლივი ქონება Forbes-ს 6,2 მლრდ აშშ დოლარად აქვს შეფასებული. მათი კომპანიის - Longfor-ის საბაზრო ღირებულებამ კი, უკვე 10 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია.

წარმატებული საქმიანი ქალების რეიტინგში მეორე ადგილზეა ასევე ჩინელი ჩჟან სინი. მისი ქონება მეუღლესთან ერთად, 3,8 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს. 48 წლის სინი კომპანია SOHO China-ს გენერალური დირექტორია. ეს კომპანია მან მეუღლესთან, პან სინისთან ერთად დააფუძნა. გასულ წელს სინების ქონება 1,15 მლრდ აშშ დოლარით გაიზარდა.

რეიტინგში მესამე პოზიციაზეა ოპრა უინფრი. 59 წლის ოპრას ქონება 2,9 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს.

მეოთხე ადგილზეა 42 წლის სარა ბლეიკლი 1 მლრდ აშშ დოლარის ქონებით. ხუთეულს კი, დიზაინერი ტორი ბერჩი ასრულებს, რომლის ქონებაც ასევე 1 მლრდ აშშ დოლარია.

ყველაზე წარმატებული საქმიანი ქალები - 2013“ რეიტინგში მეცხრე ადგილზეა ბიონსე, მისი შემოსავალი 2012 წელს 53 მლნ აშშ დოლარი იყო.

 

მეათე ადგილზეა მოდელი ჟიზელ ბუნდჰენი - 42 მილიონის წლიური შემოსავლით, 13 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო გასულ წელს მწერალმა ჯოან როულინგმა, რომელიც ამ მაჩვენებლით რეიტინგში მეთორმეტეა.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია