დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ქუ­თა­ი­სის ოპე­რის თე­ატ­რი 45 წლის იუბილეს­თვის ემ­ზა­დება
ქუ­თა­ი­სის ოპე­რის თე­ატ­რი 45 წლის იუბილეს­თვის ემ­ზა­დება
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
სულ ნანახია 1916
ავტორი:
ჟანა ჯანელიძე
მსგავსი სიახლეები

2014 წლის 27 დე­კემბერს ქუ­თა­ი­სის მე­ლი­ტონ ბალან­ჩი­ვა­ძის სახელობის ოპე­რი­სა და ბალე­ტის სახელ­მწი­ფო თე­ატ­რი და­არ­სებიდან 45 წლის იუბილეს აღ­ნიშ­ნავს.

 

სა­იუბილეო კვი­რე­უ­ლი 23 დე­კემბრი­დან 27 დე­კემბრის ჩათ­ვლით გა­ი­მარ­თება. ოპე­რის თე­ატ­რმა ერთ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სო აფი­შა შეს­თა­ვა­ზა მაყურებელს, რო­მე­ლიც თე­ატ­რის დი­რექ­ტო­რის მო­ვა­ლეობის შემ­სრუ­ლებელ­მა თორ­ნი­კე მარჯანიშ­ვილ­მა და და­სის ხელ­მძღვა­ნელ­მა მა­ია ნი­კო­ლა­ძემ სრუ­ლად გა­აც­ვნეს მოწ­ვე­ულ ჟურ­ნა­ლის­ტებს

 

სა­იუბილეო კვი­რე­უ­ლი გაიხსნება 23 დე­კემბერს. შედ­გება ოპე­რის თე­ატ­რის ერთ-ერ­თი და­მა­არ­სებლის და ყოფი­ლი დი­რიჟორის თე­ი­მუ­რაზ კობახიძის წიგ­ნის პრე­ზენ­ტა­ცია და გა­ი­მარ­თება კობახიძის 90 წლის­თა­ვი­სად­მი მიძ­ღვნი­ლი გა­ლა-კონ­ცერ­ტი.

 

24 დე­კემბერს, ქუ­თა­ი­სის ოპე­რის თე­ატ­რის სა­იუბილეო დღეების მხარ­და­ჭე­რის მიზ­ნით, თბილი­სის ოპე­რი­სა და ბალე­ტის თე­ატ­რის მი­ერ გა­ი­მარ­თება გა­ლა-კონ­ცერ­ტი,

 

26 დე­კემბერს, ჩა­ტარ­დება თე­ატ­რის ღვაწ­ლმო­სი­ლი არ­ტის­ტების გი­ორ­გი ლომ­თა­ძი­სა და ანა­ტო­ლი ჭურ­ღუ­ლი­ას ვარ­სკვლა­ვების გახსნის სა­ზე­ი­მო ცე­რე­მო­ნი­ა­ლი.

 

27 დე­კემბერს, სა­იუბილეო კვი­რე­უ­ლი დაიხურება ქუ­თა­ი­სის ოპე­რი­სა და ბალე­ტის თე­ატ­რის სპექ­ტაკ­ლით. წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნება რ. ლე­ონ­კა­ვა­ლოს „ჯამბაზები“. სპექ­ტაკლს უდი­რიჟორებს თბილი­სის ოპე­რის თე­ატ­რის სამხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი და­ვით კინ­წუ­რაშ­ვი­ლი.

 

თე­ატ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლობამ სა­იუბილეო დღეებში თა­ნად­გო­მი­სა და მხარ­და­ჭე­რის გა­მო პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე მად­ლობა გა­დაუხადა სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რი­სა და ძეგ­ლთა დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს, ად­გი­ლობრივ თვით­მმარ­თვე­ლობასა და თი­თო­ე­ულ ადა­მი­ანს. ვინც გუ­ლისხმი­ე­რება გა­მო­ი­ჩი­ნა თე­ატ­რის მი­მართ.

 

კვი­რე­უ­ლის ფარ­გლებში და­გეგ­მი­ლი ღო­ნის­ძიებები 18:00 სა­ათ­ზე და­იწყება.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია