დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ბრალდებები და შეთანხმებები - რა პროცესები მიმდინარეობს „ჯორჯიან მანგანეზის“ ირგვლივ?
ბრალდებები და შეთანხმებები - რა პროცესები მიმდინარეობს „ჯორჯიან მანგანეზის“ ირგვლივ?
სულ ნანახია 2125
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

11 მაისს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ, როგორც ლიცენზიისა და ნებართვისგამცემმა ადმინიტრაციულმა ორგანომ, სასამართლოს თანხმობის შემდეგ შპს „ჯორჯიან მანგანეზში“ სპეციალური მმართველი დანიშნა. კომპანიაში მიღებული გადაწყვეტილება გააპროტესტეს და ხელისუფლება კერძო საკუთრების ექსპროპრიაციის მცდელობაში დაადანაშაულეს.

 

 

„ჯორჯიან მანგანეზი“

 

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში ჩატარებული აუქციონის შედეგად, 2006 წლის 11 ნოემბერს, ჭიათურის მანგანუმის საბადოზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისუფლებასთან ერთად, სს „ჭიათურმანგანუმის“ აქტივებიც გაიყიდა. აუქციონში ვაჭრობის ერთადერთმამონაწილემ Georgian Manganese HoldIng Limited-მა გაიმარჯვა. კომპანიის 100: წილის მფლობელი ამერიკული „ჯორჯიან ამერიქენ ელოიზია“ (GAA), რომელიც საკუთარი წარმოების ფეროშენადნობებით ამარაგებს ფოლადისმწარმოებელ კომპანიებს ამერიკის შეერთებულ შტატებში. მიუხედავად იმისა, რომ „ჯორჯიან მანგანეზი“ ოფიციალურად ამერიკული „ამერიქან ელოიზის“ კუთვნილებაა, არსებობს ვარაუდი, რომ მის უკან უკრაინულიჯგუფი დგას, რომელიც საქართველოში „ტაოპრივატბანკის“ მფლობელი იყო.

“ჯორჯიან მანგანეზის წარმოებული პროდუქცია საქართველოს ექსპორტის მნიშვნალოვან წილს შეადგენს(დაახლოებით 20:). ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხანაც. ასე რომ, დღეს საქართველოს ორი უმსხვილესი საწარმოს მფლობელი „ჯორჯიან მანგანეზია“. კომპანიას 5 500-მდეადამიანი ჰყავს დასაქმებული.

მიუხედავად იმისა, რომ ამ კომპანიას ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს, საქართველოსმთავრობის მხრიდან მის მიმართ პრეტენზიები ხშირად გაისმის. ეს პრეტენზიები, ძირითადად, გარემოსდაბინძურებასა და ეკოლოგიური პრობლემების შექმნას უკავშირდება, რისთვისაც კომპანია მილიონობითლარითაა დაჯარიმებული. დაუდასტურებელი ინფორმაციით კი, პრეტენზიები მხოლოდ საბაბია, რაცჭიათურის მანგანუმის მაღაროებისა და ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის დაუფლების მიზანსემსახურება.

 

 

სპეციალური მმართველი

 

თუმცა, ჭიათურაში ეკოლოგიის კუთხით რომ არცთუ სახარბიელო ვითარებაა, ესეც ცხადია. ქალაქში შექმნილმძიმე ეკოლოგიურ მდგომარეობაზე ფაქტ-მეტრი ადრეც წერდა. ბოლო წლებში გარემოსდაცვითიკანომდებლობის დარღვევის ფაქტებისა და გარემოზე მიყენებული ზიანის ოდენობით, გარემოს ეროვნულისააგენტოს მონაცემებით, ჭიათურის წილი მნიშვნელოვანია. მაგალითად, 2014 წელს საქართველოს მასშტაბითგარემოსადმი მიყენებული ზიანის 89: მხოლოდ ჭიათურაზე მოდიოდა. „ჯორჯიან მანგანეზს“ კი, ბოლო წლებში ჯარიმის სახით 160 მილიონამდე დოლარის გადახდა დაეკისრა.

როგორც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულიინფორმაციით ირკვევა, კომპანიაში სპეციალური მმართველის დანიშვნის ძირითადი მიზეზი სწორედ ეს გახდა. „კომპანია, რომელიც წლებია ფლობს მანგანუმის მადნის მოპოვების ლიცენზიას და ახორციელებს მანგანუმისგამდიდრებისა და გადამუშავების საქმიანობას, მიუხედავად სახელმწიფოს მხრიდან არაერთი დაჯარიმებისა დაადგილზე მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორების მიზნით გონივრული ვადების განსაზღვრისა, კვლავაგრძელებდა საქმიანობას გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მძიმე დარღვევით“, - ნათქვამია სამინისტროსგანცხადებაში.

სპეციალური მმართველის დანიშვნით სახელმწიფომ პრობლემის გამოსწორების პასუხისმგებლობა საკუთართავზე აიღო. ახალმა მმართველმა, ნიკოლოზ ჩიქოვანმა, ჭიათურასა და ზესტაფონში არსებული მძიმეეკოლოგიური მდგომარეობის ეტაპობრივად გამოსწორების გეგმა/გრაფიკი უნდა შეიმუშაოს და პრობლემისაღმოფხვრას შეეცადოს.

ამასთან, გარემოს დაცვის სამინისტრომ კომპანიას არ შეუჩერა საქმიანობის ნებართვა და ლიცენზია, რაც მასწარმოების გაგრძელების საშუალებას აძლევს.

 

 

კომპანიის არგუმენტები

 

სხვაგვარად ფიქრობდნენ თავად კომპანიაში. მათთვის მიუღებელი იყო სპეციალური მმართველის დანიშვნა, რაც, მათი აზრით, სახელმწიფოს მხრიდან კომპანიის საქმიანობაში მიზანმიმართულ ჩარევასა და კერძოსაკუთრების ძალადობრივი მეთოდით ჩამორთმევის მცდელობაზე მიუთითებს.

სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ „ჯორჯიან მანგანეზმა“ განცხადება გაავრცელა, სადაცსახელმწიფო არამართლზომიერ და უკანონო ქმედებებში დაადანაშაულა. კომპანია მიიჩნევდა, რომ საქართვლოსგარემოს დაცვის სამინისტრომ მოიპოვა სასამართლოს ცალმხრივი ბრძანება, რომლითაც უხეშად ჩაერია კერძომესაკუთრის უფლებებში, გაათავისუფლა მფლობელების დანიშნული დირექტორი და მის ნაცვლად მთავრობისმიერ შერჩეული სპეციალური მმართველი დანიშნა, რომელიც განუსაზღვრელი უფლებამოსილებით აღჭურვა, რაც, ფაქტობრივად, სამეთვალყურეო საბჭოს უფლებით სარგებლობას ნიშნავს. ასევე, კომპანიის განცხადებით, ამგადაწყვეტილებით ხელისუფლებამ კომპანია ჩააბარა დირექტორს, რომელიც კავშირშია კომპანიის საკუთრებისუმნიშვნელო წილის, 4:-ის მფლობელებთან.

„ჯორჯიან მანგანეზი“ ასევე უსამართლოდ თვლის მისთვის 82 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობისგადასახადების, ჯარიმებისა და საურავების დაკისრებას, რადგან, კომპანიის პოზიციით, დაკისრებულივალდებულება საქართველოს კანონმდებლობას, საერთაშორისო სამართალს, საერთაშორისო ფინანსურიაღრიცხვიანობის პრინციპებს და საწარმოო სტანდარტების პრაქტიკას ეწინააღმდეგება. როგორც კომპანაშიგანაცხადეს, ორმა ავტორიტეტულმა საერთაშორსო აუდიტორულმა კომპანიამ ვერ აღმოაჩინა საფუძველი, რისთვის შეიძლებოდა „ჯორჯიან მანგანეზს“ ასეთი დიდი ოდენობის ჯარიმები დაკისრებოდა.

კომპანიაში სამართლებრივ დევნად შეაფასეს დაკისრებული 160 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმა გარემოსდაცვის რეგულაციების დარღვევისთვის და აღნიშნეს, რომ ქვეყანამ ბოროტად გამოიყენა კომპანიის მიმართ ესრეგულაციები. გარდა ამისა, კომპანიის განცხადებით, საქართველოს მთავრობა რამდენიმე წლის განმავლობაშიგანზრახ ბლოკავდა კომპანიის მიერ ინიცირებულ საინვესტიციო პროექტს, რომელიც 25 მილიონი აშშ დოლარისინვესტიციას გულისხმობდა ჭიათურაში გამამდიდრებელი ფაბრიკის მშენებლობისათვის. მთავრობას ერჩივნაგარემოსდაცვითი დარღვევები გამოეყენებინა შემდგომ უსამართლო ჯარიმების დასაკისრებლად.

საქართველოში GAA-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ზაქარია ზალიკაშვილისთვისგაუგებარია, რატომ მიიღო სახელმწიფომ ჭიათურაში ეკოლოგიური პრობლემის აღმოფხვრის მოტივით მსგავსიგადაწყვეტილება და კომპანიის მფლობელებს ამ მიზეზით რატომ შეუჩერა სხვა უფლებამოსილებები. მისიაზრით, სახელწიფოს მიერ განხორციელებულ ქმედებებში ეჭვს იწვევს დანიშნული სპეციალური მმართველიც. „იგი 2006 წლამდე ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხნის ხელმღძღვანელი იყო, არ ფლობს ეკოლოგიურსაკითხებს და არ გააჩნია მისი გადაწყვეტის უნარები. ეს ადამიანი დაკავშირებული არის GAA-ს მცირეაქციონერთა      ჯგუფთან და დღეს მოევლინა სპეციალურ მმართველად ისევ „ჯორჯიან მანგანეზს“, ოღონდ არაროგორც ჭიათურაში ეკოლოგიური პრობლემების გადასაწყვეტად, არამედ ამ კომპანიის სპეციალურმმართველად, რომელშიც შედის ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაც“, განაცხადა ზალიკაშვილმა.

ზალიკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფომ არ მისცა კომპანიას საშუალება პრობლემების იმ გონივრულვადაში აღმოსაფხვრელად, რაც თვითონ დაუწესა.

 

 

შეთანხმება

 

გავრცელებული ურთიერთბრალდებების შემდეგ, სპეციალური მმართველის წარდგენილი სამწლიანი გეგმის განსახილველად და მოსალაპარაკებლად კომპანიის წარმომადგენლები გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სტუმრობდნენ. 14 ივნისს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე მხარეებმა განაცხადეს, რომ შეთანხმება მიღწეულია. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილის, მაია ბითაძის განცხადებით, წარმოდგენილი სამწლიანი გეგმა უზრუნველყოფს (ადგილზე სალიცენზიო სანებართვო პირობების შესრულების პარალელურად) მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობის ეტაპობრივად აღმოფხვრას. „ჯორჯიან ამერიქან ელოიზის“ აქციონერმა უელიელ ლაბირმა დაადასტურა, რომ წარდგენილი გეგმის განხორციელების შემდეგ მხარეებს შორის უკმაყოფილება აღმოიფხვრება.

საზოგადოებისთვის უცნობია, რა გახდა ასე მოკლე დროში სიტუაციის რადიკალურად შემობრუნების საბაბი. მხარეები მოლაპარაკების დეტალებზე არ საუბრობენ. პრესკონფერენციაზე მხოლოდ სამწლიან გეგმასა და მიღწეულ შეთანხმებაზე გაკეთდა აქცენტი. ფაქტ-მეტრი თვალს მიადევნებს „ჯორჯიან მანგანეზთან“ დაკავშირებულ მოვლენებს და ამ თემას კვლავ დაუბრუნდება.

 

ირმა ბახუტაშვილი

 

factcheck.ge

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია