დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე კომისიის სამი წევრი აცხადებს, რომ მათი მოსაზრებები საბოლოო ანგარიშში სრულად არ აისახა
ავტორი: ცოტნე პაატაშვილი
სულ ნანახია 1959
ავტორი:
ცოტნე პაატაშვილი
მსგავსი სიახლეები

უკანონო მიყურადებისა და ფარული  ჩანაწერების  საკითხებზე  მომუშავე კომისიის სამი წევრი აცხადებს, რომ მათი მოსაზრებები საბოლოო ანგარიშში სრულად არ აისახა

 

 

„ჩვენ ვერ მოვახერხეთ დისკუსია და საბოლოოდ დასკვნა, რომელიც დაიდო, არ ვარგა. ძალიან სერიოზული წინააღმდეგობები შეიძლება იყოს მომავალში კანონპროექტების განხილვისას. ძველი სისტემა წინააღმდეგია რეფორმების. დარწმუნებული ვარ, ისინი იტყვიან, რომ ჩვენ ჯერ არ ვართ მზად მაღალი დემოკრატიული სტანდარტებისა და .. მაგრამ თუ ჩვენ არ გადავდგამთ ნაბიჯს და იმ ხალხს ისევ იქ დავტოვებთ, ეს არ იქნება სწორი მიდგომა. პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, არის ამ ხალხის შეცვლა. არ შეიძლება, სისტემაში დავტოვოთ ადამიანები, რომლებიც დანაშაულს სჩადიოდნენ. მეორე, არ არსებობს მიზეზი, თუ რატომ უნდა გადავდოთ ფარული მიყურადების საკანონდებლო ჩარჩოებში მოქცევა და მაღალი სტანდარტებით განხორციელება. თუ იტყვიან, რომ ჩვენ ამისთვის მზად არ ვართ, ეს არის ტყუილი. მთავარია, იყოს პოლიტიკური ნება. თუ გაქვს პოლიტიკური ნება, მაშინ მზადაც ხარ” - განაცხადა ლაშა ტუღუშმამისივე თქმით, დასკვნაში არ არის გაწერილი, რა უნდა გაკეთდეს მომავალში, რათა იგივე არ განმეორდეს.

 

როგორც კომისიის წევრები ამბობენ, ანგარიშში ჩამოთვლილია ის მეთოდები, რომელიც გამოყენებული იყო სამართალდამცველი უწყებების მიერ იმისთვის, რომ შეეგროვებინა მასალები ამ არქივისთვის. ანგარიშში ასახულია მხოლოდ ორი მეთოდი - საუბარია მხოლოდ კომპიუტერულ ვირუსებზე და სხვადასხვა პირების გამოყენებაზე, რომლებიც იწერდნენ საუბრებს ტანზე დამონტაჟებული ვიდეოაპარატურის მეშვეობით, მაშინ, როდესაც იყენებდნენ სხვა მეთოდებსაც, როგორიცაა ტელეფონების მიყურადება, სხვადასხვა ადგილებში ვიდეოაპარატურის ჩამონტაჟება ან ჩანაწერების შეგროვება, აგენტების მიერ სხვადასხვა აპარატურის დამონტაჟება, სპეციალური კომპიუტერული პროგრამებისა და ვირუსების შემუშავება, რომელიც იგზავნებოდა სხვადასხვა პირის კომპიუტერში და ამ გზით ხდებოდა გარკვეული ინფორმაციის ამოღება.

 

„სამწუხაროდ, ანგარიშში არ აისახა სხვა მეთოდები, რაც ვფიქრობ, არის ძალიან დიდი პრობლემა, იმიტომ რომ მკითხველს შეიძლება შეექმნას შთაბეჭდილება, რომ მხოლოდ ეს ორი მეთოდი გამოიყენებოდა  ამ წლების განმავლობაში და არ მიმდინარეობდა ადამიანების სატელეფონო საუბრების მიყურადება. ამაზე საუბრობენ მობილური ოპერატორები და აღნიშნულ თემაზე საუბარია ჰამერბერგის დასკვნაშიც. ამის ასახვა ამ ანგარიშში აუცილებელი იყო, მაგრამ ეს არ მოხდა” - განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“ წარმომადგენელმა ეკა გიგაურმა.მისივე განმარტებით, კომისიის სამი წევრი არ ეთანხმება ასევე შსს-ში აღმოჩენილი პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების არქივის შეფასებას, რადგან დასკვნაში საუბარი არ არის ამ დანაშაულის სისტემურობაზე

 

ერთი მხრივ, გასაგებია, რომ ყველაფერი უნდა დაადგინოს გამოძიებამ, მაგრამ მეორე მხრივ, იმის გამო, რომ ფაქტია სახეზე 28 ათასი ვიდეოფაილის სახით და ამის ნაწილია პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერები, ჩვენ უკვე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამას ჰქონდა სისტემური ხასიათი” - განაცხადა გიგურმა.

 

კომისიის წევრების შენიშვნები ანგარიშის რეკომენდაციების ნაწილსაც ეხება„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ხელმძღვანელის განცხადებით, ანგარიშში ერთი მხრივ საუბარია, რომ უნდა შეიქმნას ზედამხედველობის მექანიზმები და .. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ჩაწერილიყო ისიც, რომ აუცილებელია გარკვეული ცვლილებების შეტანა შესაბამის საკანონმდებლო აქტებში, რომელიც პირველ რიგში, განსაზღვრავს იმ პირთა წრეს, რომელსაც შეიძლება, შეეხოს თვალთვალი და მიყურადება; ასევე, განისაზღვროს კონკრეტული დანაშაულების ტიპები, რომლის დროსაც სამართალდამცველ უწყებებს საშუალება ექნებათ, რომ გამოიყენონ ასეთი მეთოდები.

 

„ასევე, აქ საუბარი იქნებოდა ზედამხედველობის მექანიზმებზე, რომელიც შეიძლებოდა შექმნილიყო საქართველოს პარლამენტში, რომელიც უზრუნველფდა მაქსიმალურ მონიტორინგს სამართალდამცველი უწყებებისა. ასვეე, ჩვენ ვსაუბრობთ, რომ პერსონალური ინფორმაციის დაცვის ინსპექტორის უფლებამოსილებები გაზრდილიყო; კანონი უნდა შეივალოს ისე, რომ სამართალდამცავებმა ამ ტიპის კანონი გამოიყენონ უკიდურეს შემთხვევაში. ჩვენი ეს რეკომენდაციები ანგარიშში არ აისახა” - განაცხადა ეკა გიგაურმა

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია