დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ქუთაისში საცხოვრებელი ბინების დათბუნება, შესა’ლოა, თანადაფინანსებით მოხდეს
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
სულ ნანახია 1848
ავტორი:
ნესტან ჩაგელიშვილი

ფირმა „კაპაროლ ჯორჯიას“ დირექტორი დავით შენგელია, 14 ოქტომბერს ქუთაისის მერს, შოთა მურღულიას და ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებს შეხვდა. კომპანიის დირექტორმა ბინების დათბუნების შესახებ გააკეთა პრეზენტაცია და ქუთაისის ხელმძღვანელობას დათბუნების გერმანული გამოცდილება გაუზიარა.

 

შეხვედრაზე დათბუნებისა და გაგრილების იმ პრობლემებზეც ისაუბრეს, რაც საქართველოში სახლების უმეტეს ნაწილს აქვს. აღინიშნა ისიც, რომ კორპუსების დათბუნება ბინების იერსახეს ალამაზებს და ენერგო დანახარჯების დაზოგვას იწვევს.

 

ქუთაისის მერის განცხადებით, ქალაქში შენობების იერსახე მოუწესრიგებელია და კარგი იქნება, თუ ამ კუთხით სამუშაოები დაიწყება. მურღულიას თქმით, ქალაქის იერსახის და შენობების დათბუნების პროექტი პირველჯერზე ვერ განხორციელდება, მაგრამ, შესაძლოა, ეპატობრივად თანადაფინანსებით მოგვარდეს. თვითმმართველობა და მოსახლეობა ერთობლივად იზრუნებს  საცხოვრებელი ბინების მოწესრიგებაზე, რითაც ზამთრის სეზონზე ენერგოდანახარჯების შემცირებაც მოხდება.

 

 

 

psnews.ge

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია