საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
„მისი ცხოვრების ვარსკვლავური საათი“ - ფილმი ქალისა და მამაკაცის თანასწორობაზე
სულ ნანახია 816
ავტორი:

 

 

გენდერული თანსაწორობის თემაზე ფილმის - „მისი ცხოვრების ვარსკვლავური საათის“ ჩვენება საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა.

ფილმი ასახავს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიაში არსებულ სიტუაციებს, ადამიანისა და, ზოგადად, ქალის უფლებების შესახებ. თუმცა, იგი არ შემოიფარგლება მხოლოდ ამ ერთი ქვეყნითდა შეიძლება, სიტუაცია განვაზოგადოთ ყველა იმ ქვეყანაზე,  სადაც ისეთივე მწვავედ დგას გენდერული საკითხი, როგორც, მაგალითად, - საქართველოში.

 ფილმის მიხედვით, რომ არა ადვოკატ ელიზაბეტ ზელბერტის უდიდესი ძალისხმევა,  1948 წელს გერმანიისფედერალური რესპუბლიკის კონსტიტუციაში არ ჩაიწერებოდა სიტყვები: „მამაკაცი  და ქალი თანასწორია“. სწორედეს მომენტი გახდა ქალის უფლებებისთვის ბრძოლის საწყისი.

 იზაბელა იყო ადვოკატი, რომელსაც ყველაზე ხშირად მიმართავდნენ უფლებაწართმეული ქალები და შესაბამისად,ყველაზე კარგად იცნობდა ქალის  შეზღუდულ უფლებებს;  ქალს არ შეეძლო, დაეწყო მუშაობა მეუღლის თანხმობის გარეშე;  თუ მუშაობდა, გაცილებით ნაკლები ანაზღაურება ეძლეოდა, ვიდრე კაცს; განქორწინების შემთხვევაში კი,ქალს არცერთი თეთრის წაღების უფლება არ ქონდა სახლიდან...

იზაბელა იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, სადაც სულ 4 ქალი იყო გაწევრიანებული, თუმცა ქალისუფლებებისთვის ბრძოლაში მას  არამც თუ კაცები, ეს ქალებიც კი დაუპირისპირდნენ, იმ არგუმენტით, რომ  მსგავსი ჩანაწერი არა მხოლოდ შექმნიდა სამართლებრივ ვაკუუმს, არამედ, საფრთხეს წარმოადგენდა ოჯახისა დასახელმწიფოსთვისაც და იგი გამოიწვევდა მთელი კონსტიტუციის თავდაყირა დადგომას.

იზაბელამ უამრავი ბარიერისა და წინააღმდეგობის მიუხედავად, მოახერხა და ჯერ უფლებადაკარგულ ქალებსაუხილა თვალი და შემდეგ გაუკვლია გზა მათი უფლებების სრულად მოპოვებისკენ. იმ დღეს  კი, როცა  მან  ეს  ბრძოლა მოიგო, „ვარსკვლავური საათი“ უწოდა.

შეგვიძლია,  პარალელი გავავლოთ ფილმსა და ჩვენს დღევანდელ რეალობას შორის. იზაბელას სწორედ მეუღლემდააძალა წლების წინ სწავლა, ახლა კი უდიდესი საქმისთვის ბრძოლა ოჯახიდან  შორს, სხვა ქალაქში უწევდა დაოჯახის სიმძიმეც მისმა მეუღლემ იტვირთა. საქართველოში დღესაც  ხშირია შემთხვევები, როცა ქმარი მუშაობასადა აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას უშლის მეუღლეს.

მგონი დროა, გაიაზროს საზოგადოებამ, რომ არსებობს არაერთი სფერო, მიმართულება, რომელსაც ქალი მამაკაცისმსგავსად ან მასზე უკეთ უძღვება, ამიტომ სტერეოტიპი, რომ ქალი მხოლოდ დასახლისია და მასზე მაღლა ყველგანდა ყოველთვის დგას მამაკაცი, უნდა დაინგრეს.

დღესდღეობით ძალიან  მნიშვნელოვანია, ტარდებოდეს მსგავსი პროექტები და ეცნობოდეს საზოგადოება, განსაკუთრებით კი მომავალი თაობის ქალები, თუ  რა  გზა გაიარა და რამდენი ბრძოლა დასჭირდა იმ უფლებებისმოპოვებას, რომლითაც დღეს ჩვენ ვართ აღჭურვილნი და გვგონია, რომ წინა თაობებსაც ჰქონდათ ამ უფლელებისგამოყენების ფუფუნება.

 

 

* * *

ფილმის ჩვენება გაიმართა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროსა და ნიდერლანდებისინსტიტუტის მრავალპარტიული დემოკრატიისათვის მხარდაჭერით, ღონისძიება კი დასრულდა გენდერულითანასწორობის თემაზე დისკუსიით.

ღონისძიებაზე მოწვეული იყო ასევე იურისტი ანა არღანაშვილი, რომელმაც ისაუბრა ქალის როლზესაზოგადოებაში, მისი უფლებების ამჟამინდელ  მდგომარეობაზე, და ზოგადად, მსგავსი ღონისძიებების უდიდესმნიშვნელობაზე.

 

 

მეგი კაკაბაძე

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია