დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
შშმ ბავშვებმა ბარბარობა ხანდაზმულებთან ერთად აღნიშნეს
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
სულ ნანახია 1527
ავტორი:
ჟანა ჯანელიძე

ქუთაისის მადლიერების სახლის ბენეფიციარებმა შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვებს უმასპინძლეს.

 

ბარბარობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ხანდაზმულთა სოციალურ ცენტრს ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ბაზაზე არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის „ჯადოსნური სამყაროს“ 21 აღსაზრდელი  ესტუმრა.

 

ღონისძიებას ქუთაისის 28-ე ბაღის აღსაზრდელებიც დაესწრნენ. მათ ხანდაზმულებსა და შშმ ბავშვებს  კონცერტი ჩაუტარეს.

 

ხანდაზმულთა სოციალური ცენტრის მენეჯერის ლამარა გოგსაძის თქმით, მსგავსი შეხვედრა მათ ცენტრში უკვე ტრადიციად იქცა.

 

„ჩემს მოხუცებს უყვართ რელიგიური დღესასწაულების აღნიშვნა. მოვიწვიეთ შშმ ბავშვები, 28-ე ბაღის აღსაზრდელები და მათ ერთობლივი კონცერტი გამართეს. ხანდაზმულთა ცენტრი უკვე მესამე წელია მასპინძლობს ამ ბავშვებს. მოხუცებს          ჰგონიათ, რომ მათ არაფერი არ შეუძლიათ, რომ უსარგებლოები არიან, ამიტომ გადავწყვიტეთ, ყოველი წლის ბარბარობა დღეს ეს ტრადიცია ჩამოგვეყალიბებინა, ვინაიდან მათ თავი მარტოსულად არ იგრძნონ, ეს ბავშვები მათ ცხოვრებას ულამაზებენ,“ - განაცხადა ლამარა გოგსაძემ.

 

„მივესალმებით მსგავს ღონისძიებებს. ჩვენი ბავშვები უკვე მესამე წელია ხანდაზმულებთან ერთად აღნიშნავენ ბარბარობის დღსასწაულს. კარგი იქნება, შემდეგშიც გაგრძელდეს ეს ტრადიცია,“ - განაცხადა „ჯადოსნური სამყაროს“ მენეჯერის ასისტენტმა ნინო გელაშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში ხანდაზმულთა ორი ცენტრი ფუნქციონირებს.

 

psnews.ge

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია