დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მაცხოვარი, ღვთისმშობელი, წმინდანები და პატრიარქი ყვარლის გამგებლის ოთახში
მაცხოვარი, ღვთისმშობელი, წმინდანები და პატრიარქი ყვარლის გამგებლის ოთახში
სულ ნანახია 1787
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

როგორ დაასაქმა საჯარო მოხელემ უმუშევარი მხატვარი

 

ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელს დავით ქევხიშვილს, გამგეობის შენობაში, სამუშაო ოთახში მაცხოვრის, ღვთისმშობლის, წმინდა გიორგის, წმინდა ნინოს, თამარ მეფის, დავით აღმაშენებლის, ილია ჭავჭავაძის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის და სხვა საზოგადო მოღვაწეების, დიდი ზომის ნახატები აქვს გაკრული.

 

 

როგორც დავით ქევხიშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, ნამუშევრები ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში მცხოვრებ მხატვარს, ვლადიმერ გელაშვილს ეკუთვნის.

 

„ყვარლის რაიონში, სოფელ შილდაში ცხოვრობს მხატვარი, რომელიც ამ სურათებს ხატავს და ჩვეულებრივ ვყიდულობ. დაახლოებით წელიწადზე მეტია, რაც გამგებლად დავინიშნე და იმის შემდეგ ყოველთვე თითო სურათს ვყიდულობ. ახლა უკვე 13 სურათი მაქვს და გამომდინარე იქიდან, რომ 13 ჩემი საყვარელი რიცხვია, აქ შევჩერდი. ცამეტი მნიშვნელოვანი ფიგურის პორტრეტი შევარჩიე. ძირითადად ქართველები არიან, რომელთაც გარკვეული წვლილი მიუძღვით სხვადასხვა ეტაპზე ქვეყნის განვითარებასა და აღმშენებლობაში.

 

- ნამუშევრებში თანხას საიდან იხდით?

 

- ჩემი ჯიბიდან, რა თქმა უნდა.

 

- ეს დეკლარირებას ექვემდებარება?

 

- არა მგონია, იმიტომ, რომ ეს არ არის ისეთი ქონება. თუმცა, ახლა მთლიანობაში რასაც უყურებთ, 3 000 ლარზე მეტს მიაღწევს. ერთობლიობაში, ვფიქრობ, უფრო მეტი ეღირება. ფაქტობრივად, წელიწადი და სამი თვეა, რაც ამ ნახატებს ვაგროვებ. თითო თვეს თითო სურათი მოჰქონდა.

 

რატომ გადაწყვიტეთ, რომ შილდელი მხატვრისთვის შეგეკვეთათ?

 

- იდეა ძალიან სპონტანურად გამიჩნდა. გამომდინარე იქიდან, რომ ის სამუშაოს ეძებდა, უბრალოდ მოვიდა და დასაქმება მთხოვა. ჩვენ მაგ კუთხით ძალიან იშვიათად შეგვიძლია ვინმე დავასაქმოთ და, უბრალოდ, ერთი სურათი მაჩუქა. მერე ვთხოვე, რომ ილია ჭავჭავაძის სურათი დაეხატა, მომეწონა. პირველი ილია ჭავჭავაძის სურათი დავახატინე და შემდეგ უკვე ვუთხარი, რომ ამ ყველაფერს მომიტანდა. შესაბამისად, ასეთი შეთანხმება გამოგვივიდა და, საბოლოო ჯამში, ლამაზი კოლექცია გამოვიდა,“ - აღნიშნა ყვარლის გამგებელმა.

 

31 წლის დავით ქევხიშვილი კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრია. ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად ის 2012 წლის დეკემბერში დაინიშნა. ამავე დროს დავით ქევხიშვილი ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტია. იგი 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ევროპის 2002 და მსოფლიოს 2006 წლების  გუნდურ პირველობაში ჩემპიონია.

 

დავით ქევხიშვლი 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში კენჭს ყვარლის მაჟორიტარად „ქართული ოცნებიდან“ იყრიდა, თუმცა არჩევნები „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა მარიკა ვერულაშვილმა მოიგო.

 

ick.ge

 

 

(კახეთის საინფორმაციო ცენტრი)

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია