დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რატომ დაემსგავსა ქუთაისი დანაღმულ ველს?
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/11/21 15:42:59

ნიკეა ქუჩაზე ე.წ. გარადოკთან მცხოვრებლები რადენიმე ათეული უნიკალური ჯიშის ხეების გაჩეხვას აპროტესტებენ. ადგილობრივების განცხადებით, ქუთაისის მერიამ ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობაზე უკანონოდ გასცა ნებართავ, რასაც ქალაქის ეკოსისტემა  ეწირება.

ადგილობრივებთან ერთად ხეების გაჩეხვა პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის წევრებმაც გააპროტესტეს. პარტიის თავმჯდომარის გოგი წულაიას განცხადებით, დაუშვებელია ქალაქში ხეების მასშტაბური გაჩეხვა და მის ადგილზე ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობა.

 

"ისედაც ამდენი "კალონკაა" გახსნილი, ქალაქი უკვე დანაღმულ ველს ჰგავს. მაშინ, როდესაც პატრიარქი მოუწოდებს ხალხს, ერთი ხე  მაინც დარგონ, ჩვენი ხელისუფლება პირიქით, თუ სადმე ხეა ჭრის და მათ ადგილზე მშენებლობებს იწყებენ. მოვუწოდებ მერიის არქიტექტურის სამსახურს, შეწყდეს ნებართვის გაცემა ისეთ პროექტბზე, რასაც ქალაქის ეკოსისტემა ეწირება"–აღნიშნვს გოგი წულაია.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3110
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია