დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ბრიტანელი ღვინის მაგისტრი სარა ებოტი ქართული ღვინის კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა (VIDEO)
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/02/16 12:57:42

ღვინის მაგისტრი დიდი ბრიტანეთიდან სარა ებოტი (Sarah Abbott) ქართული ღვინის კომპანიების წარმომადგენლებს ღვინის ეროვნული სააგენტოს მუზეუმში შეხვდა და დიდ ბრიტანეთში ღვინის საფასო პოლიტიკა, გაყიდვების ახალი სტრატეგია და მარკეტინგთან დაკავშირებული საკითხები გააცნო, რაც ქართული ღვინის ამ ბაზარზე ხელმისაწვდომობასა და დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.


შეხვედრაზე ბრიტანელმა პროფესიონალმა დიდი და მცირე მარნების წარმომადგენლებს 2018 წელს ინგლისის ბაზარზე დაგეგმილი კონკრეტული ღონისძიებები გააცნო და მოისმინა მათი მოსაზრებები.
სარა ებოტის შეფასებით, ბრიტანეთში ქართულ ღვინოზე ინტერესი მზარდია. მისი თქმით, მიმდინარე წელს დიდ ბრიტანეთში ჩატარდება ქართული ღვინის ტრეინინგ პროგრამები, რათა ღვინით მოვაჭრეებმა მიიღონ ინფორმაცია ქართული ღვინის მრავალფეროვნებასა და ხასიათზე.


„ქართული ღვინო ბრიტანეთისთვის ძალიან ახალია, თუმცა ჩვენ მზარდ ინტერესს ვხედავთ მეღვინეების მხრიდან. დღეს შეხვედრა გვქონდა ქართული ღვინის მწარმოებლებთან. ჩვენ მათ გავაცანით გასული წლის შედეგები, რომელიც საკმაოდ კარგი იყო. ასევე მოკლედ მიმოვიხილეთ 2018 წლის სტრატეგია და საქმიანობის გეგმა. 2017 წელს ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ ქართული ღვინის იმპორტიორებთან, რათა დავხმარებოდით მათ ღვინის მრავალფეროვნების ხელშეწყობაში, ჩამონათვალის გაფართოებაში, ასევე დამატებითი ინფორმაციის მიწოდებაში, ჩავატარეთ საფერავის მასტერკლასები ამ უნიკალური ქართული ყურძნის შესახებ, ასევე გავმართეთ ქართული თეთრი ღვინის და უნიკალური ქვევრის ღვინის მასტერკლასები და დეგუსტაციები. ჩვენ ძალიან კარგი შედეგები გვაქვს. 2018 წელს ამ შედეგებზე დაყრდნობით ვგეგმავთ კიდევ უფრო მეტ მხარდაჭერას ბაზრის განვითარებისთვის, ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ ქართული ღვინის იმპორტიორების მხარდაჭერა“ - აღნიშნა სარა ებოტმა.

 
ვიზიტის ფარგლებში სარა ებოტმა შეხვედრა გამართა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარესთან, გიორგი სამანიშვილთან.


„ბრიტანეთის ბაზარი უმნიშვნელოვანესია და ქართულ ღვინოს ამ ბაზარზე დამკვიდრების პოტენციალი აქვს. სარა ებოტი არის მსოფლიოში ცნობილი ღვინის მაგისტრი, რომელიც არის ღვინის ეროვნული სააგენტოს პარტნიორი და წარმომადგენელი ბრიტანეთის ბაზრზე, იგი ახორციელებს ქართული ღვინის პრომოციას ამ მნიშვნელოვან ბაზრზე. დიდ ბრიტანეთში წელსაც აქტიურად ვიმუშავებთ, გაიმართება მნიშვნელოვანი დეგუსტაციები, რომელსაც პოტენციური იმპორტიორები დაესწრებიან, ჩატარდება მასტერ-კლასები და სემინარები ქართული ღვინის შესახებ“ - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.


ღვინის ეროვნული სააგენტო სარა ებოტის მარკეტინგულ კომპანიასთან ,,სვირლ ვაინ გრუფ“ („Swirl Wine Group“) 2017 წლიდან თანამშრომლობს.


ვიდეო ნახეთ ამ ლინკზე https://www.youtube.com/watch?v=8T7cLcAWxXo

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1445
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია