დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2023/12/23 23:29:54

ქუთაისში დღეს ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აანთეს

 

ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მთელი დღის მანძილზე მიმდინარეობდა საახალწლო ბაზრობა, გამოფენა - გაყიდვები, კონცერტები. საბავშვო სივრცეებში პატარებს სთავაზობდნენ სხვადასხვა გასართობ აქტივობებს, საჩუქრებს არიგებდა თოვლის ბაბუა.

 

საახალწლო ღონისძებებს ესწრებოდნენ ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

 

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა ქალაქის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა

 

„მოგესალმებით ჩემო თანაქალაქელებო, ჩვენო ქუთაისელებო, რომლებიც ახლა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ხართ და მთელი გულისყური მშობლიური ქალაქისკენ გაქვთ მოპყრობილი, ჩვენო სტუმრებო, ჩვენო უკრაინელო მეგობრებო, რომლებიც ახლა აქ , ამ მოედანზე, ჩვენთან ერთად ხართ, ჩვენო ბავშვებო, ასე მოუთმენლად რომ ელით დღესასწაულის დაწყებას!

გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!

დღეს აქ ქუთაისის მთავარი ნაძვის ხის ასანთებად შევიკრიბეთ. სურვილების ჩაფიქრების და ოცნებების ახდენის დღეებია! მშვიდობა, სიკეთე, სიხარული და გამარჯვებები ჩავიფიქროთ!

უდიდესი გამოწვევებია სამყაროში და ჩვენც ამ სამყაროს ნაწილი ვართ, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია, ერთად ყველა სირთულე დავძლიოთ და ახალი, 2023 წელი იყოს უფრო წარმატებული, უფრო ბედნიერი, უფრო მშვიდი და ნათელი! ყველასთვის საყვარელი დღესასწაულების ზღურბლზე ვდგავართ. ჩვენ შევეცადეთ გაგველამაზებინა ეს დღეები თქვენთვის და გამოგვივიდა. სულ მალე აინთება ჩვენი მთავარი ნაძვის ხე- ასეთი ლამაზი, ასეთი კაშკაშა და ბრწყინვალე, როგორც სიმბოლო მომავალი ნათელი დღეებისა!

მოდით, ჩავიფიქროთ ყველაზე ლამაზი და სანუკვარი სურვილები! მშვიდობას, კეთილდღეობას, ჯანმრთელობას, ბედნიერებას გისურვებთ თქვენ, თქვენს ოჯახებს, საქართველოს და მთელ მსოფლიოს!",- განაცხადა მან.

 

24 დეკემბრის საახალწლო ღონისძიებები ჯგუფ New One-ის კონცერტითა და ფოიერვერკით დასრულდა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 263
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია