დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ლეიბორისტები - წყლის ტარიფის ზრდას აპროტესტებენ
2011/12/26 13:09:12

23 დეკემბერს ლეიბორისტული პარტიის ორგანიზაციის კოორდინატორმა, სამსონ გუგავამ ბრიფინგი გამართა წყლის ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ხელისუფლებამ გააძვირა წყლის ტარიფი. შესაბამისად, ლეიბორისტული პარტია გმობს ამ ქმედებას და სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს.

„ყველასთვის გასაკვირად, ამ ხელისუფლებამ „საახალწლო საჩუქარი“ მოუწყო ქვეყანას. ამ შემთხვევაში, ჩვენ საქმე გვაქვს სემეკის მიერ მიღებულ ანტიხალხურ გადაწყვეტილებასთან, რადგან ეს არის ხელისუფლების პირდაპირი მოთხოვნა - აიძულონ საზოგადოება, რაც შეიძლება სიდუხჭირეში იყვნენ. სემეკმა ყველგან გააძვირა ტარიფი, გარდა ფოთისა. ვისაც მრიცხველი აქვს, ანუ მოქმედებდა წყლის გადასახადი  20 თეთრად, დღეს გადასახადი უკვე 35,5 თეთრია, ხოლო წყალანირება იყო 7 თეთრი, დღეს არის 8 თეთრი. ეს ერთი სემეკის, ხოლო მეორე - წყალმომარაგების დანაშაულია, რომელიც ბანდიტურად აძვირებს ტარიფებს. წყალმომარაგების კომპანია, ნაცვლად 35,5 თეთრისა, ახდევინებს 41,9-ს, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია.“ - განუცხადა გაზეთ „P.S.“-ს სამსონ გუგავამ. 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1747
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია