დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
გუბერნატორი ხელმძღვანელ პირებს აფრთხილებს
2010/10/04 12:11:07

2011 წლის ბიუჯეტი იქნება ბიუჯეტი, რომლის ყველა თეთრიც უნდა მივიდეს მოსახლეობასთან! - აცხადებს ლაშა მაქაცარია.

29 სექტემბერს სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა ლაშა მაქაცარიამ რაიონის გამგებლებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებთან საგანგებო თათბირი ჩაატარა. ძირითადი თემები იყო ზამთრისთვის მზადება, მოსახლეობის მხარდაჭერა ხე-მასალით და სხვა რესურსებით. რაიონებმა უნდა წარმოადგინონ პრობლემათა ის ნუსხა, რაშიც გუბერნიის უშუალო დახმარება იქნება საჭირო. 2011 წლის ბიუჯეტის დეტალებს სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი ყველა მუნიციპალიტეტში გაეცნობა. ლაშა მაქაცარიამ აღნიშნა, რომ რაიონების ხელმძღვანელობამ უნდა გაიზიაროს ქუთაისის ინიციატივა და მოსახლეობასთან პერმანენტულ კავშირში განიხილოს და დაგეგმოს მომავალი წლის ბიუჯეტი.

ნებისმიერი გადაცდომის ფაქტს ჩვენგან ექნება უმკაცრესი შეფასება და პასუხი, რომელიც არ დარჩება რიგითი თანამშრომლის დასჯის დონეზე. პასუხისმგებლობას ვერ აიცდენს ვერც ერთი ხელმძღვანელი. ეს არის ჩვენი პოზიცია - ჩვენ ვაგრძელებთ მასშტაბურ პროექტებს მთელი იმერეთის ტერიტორიაზე, ვიწყებთ სერიოზული ტენდერების ჩატარებას და თქვენგან მოვითხოვ, მაქსიმალურ პატიოსნებას და სიფხიზლეს,- განაგრძო მაქაცარიამ. სახელმწიფო  რწმუნებულ-გუბერნატორის სამუშაო ვიზიტები რაიონებში მომავალი კვირიდან იგეგმება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1779
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია