დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
„არჩევნობანა“ არაა კარგი თამაში!..
2010/05/31 13:23:41

1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ამასთან დაკავშირებით ქუთაისის №14 ბაგა-ბაღის აღსაზრდელებს ვეწვიეთ. როგორც ყველგან, სრულიად საქართველოში, აქაც საკმარისად პოლიტიზებულნი აღმოჩნდნენ ჩვენი პატარა მასპინძლები. ბევრ რაიმეზე ვისაუბრეთ, მათ შორის - არჩევნებზეც კი. ისინი ჯერ მოკრძალებით იძლეოდნენ „ინტერვიუს“, მერე - უფრო გათამამდნენ. აი, ეს „თამამი“ პასუხებიც... 

 

- იცით, რა არის არჩევნები?

 

ლიზი: მამაჩემი და დედაჩემი ამაზე ლაპარაკობენ, მაგრამ მე ვთამაშობ.

მარი დ.: არ გამიგონია, ხანდახან კი საუბრობენ რაღაცას...

თემო: კი, ტელევიზორში ხშირად ვხედავ, ხმა მოგვეცითო, იძახიან.

გიორგი: არ გამიგონია.

მარი ჩაკვეტაძე: არც მე ვიცი ...

თემო: ჯერ პატარები ვართ, არ გვაინტერესებს პოლიტიკა.

 

- მშობლებს თუ გაჰყოლიხართ არჩევნებზე?

 

ლიზი: არ წავუყვანივარ.

მარი დ.: არც მე.

ნატა: მე, ერთხელ წამიყვანეს. იქ დედიკო და მამიკო რაღაცეებს წერდნენ, მე ერთ ადგილას ვიდექი.

თემო: მერე უყურებდი?

ნატა: ხო, ვუყურებდი!..

დიანა: ჩემი მშობლები საზღვარგარეთაა და ბებიას ხანდახან დავყვები არჩევნებზე. იქ მხოლოდ ლაპარაკობენ.

თემური: მე არ ვარ ნამყოფი.

მარი ჩაკვეტაძე: არც მე ვარ ნამყოფი.

 

- გითამაშიათ არჩევნობანა?

 

მარი დ.: არ მითამაშია, არ მომწონს.

თემო: არა, მარა პოლიციელობანას ვთამაშობ.

გიორგი: არჩევნობანა არაა კარგი თამაში და არც მითამაშია.

თემური: არც გამიგია ეგ თამაში.

მარი ჩ.: ჩემი მეზობელი მეუბნება, არჩევნობანა ვითამაშოთო, მაგრამ მე არ მიყვარს ეს თამაში.

 

- საქართველოს პრეზიდენტზე რას იტყოდით?

 

ლიზი: მიშამ სათამაშოები გვაჩუქა, კაი კაცია.

ანა: მიშამ სათამაშოები გვაჩუქა და საქანელები გაგვიკეთა!

ნატა: კი მომწონს, კარგი პრეზიდენტია.

თემო: მიშას ბებია არ უჭერდა მხარს, მაგრამ ვიღაცა ფურცლით ხელში სახლში მოვიდა და ახლა ყველას მოგვწონს.

დიანა: კი, კარგი პრეზიდენტია.

თემო: მიშა კომპიუტერს დაგვირიგებს სკოლაში.

მარი ჩ.: კომპიუტერი მართლაც კარგია, მიშა მაგარია!..

თემო: კომპიუტერით ნათესავებს დავუკავშირდები.

გიორგი: კარგია კომპიუტერი, უფრო კარგად ვისწავლით.

 

- თქვენ რომ ქალაქის ხელმძღვანელი იყოთ, რას გააკეთებდით?

 

ლიზი: ყველას ვუყიდიდი შოკოლადებს და კანფეტებს.

მარი: ხალხს ახალ სახლებს ავუშენებდი და ხეებს დავრგავდი.

გიორგი: ქალაქს უფრო გავალამაზებდი და ხალხს დავეხმარებოდი.

ნატა: ბაღისთვის ახალ სათამაშოებს ვიყიდიდი.

ანა: ხეებს დავრგავდი და ქუჩებს გავალამაზებდი.

თემო: მე ბებიას დავპირდი, სოფელს ავაშენებთქო.

თემური: საქანელებს და სასრიალოებს გავაკეთებდი.

მარი ჩაკვეტაძე: საქართველოში ბევრ ხეებს დავრგავდი.

 

- ბავშვებო, ვინ გინდათ, გამოხვიდეთ?

 

ლიზი: მე ექიმი მინდა გამოვიდე.

მარი დ.: ცნობილი მხატვარი.

გიორგი: მეც მხატვრობაზე ვფიქრობ.

დიანა: მოცეკვავე მინდა გამოვიდე.

ანა: მე ბალერინობა უფრო მომწონს.

ნატა: მე სუხიშვილებში მინდა ვიცეკვო.

მარი ჩ.: ბალერინა მინდა გამოვიდე!

თემო: პატრული მინდა გამოვიდე.

თემური: სამხედრო მინდა გამოვიდე და საქართველოს დავიცავ.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1567
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია