დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ბაინდურაშვილი ბიუჯეტს ხალხს თავად აცნობს
2011/04/28 14:17:22

26 აპრილს ქუთაისს ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ მელიქიშვილი სტუმრობდნენ.  შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები.

ქუთაისელმა საზოგადოებამ მოწვეული სტუმრებისგან მოისმინა 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტების შესახებ საქართველოს მთავრობის ხედვა და განსახორციელებელი პროექტების მთელი ნუსხა. როგორც ზურაბ მელიქიშვილმა აღნიშნა, წელს პირველად მოხდება პროგრამული ბიუჯეტის დაგეგმარება, რაც გულისხმობს კონკრეტული პროექტებისა და პროგრამების დაფინანსებას. ეს ფაქტორი კი ხელს შეუწყობს ბიუჯეტის უფრო მეტად გამჭვირვალობასა და მიზანმიმართულად ხარჯვას. შეხვედრაზე განიხილეს სოციალური სფეროს, განათლების, სოფლის მეურნეობისა და ინფრასტრუქტურის კუთხით დასაფინანსებელი პროექტები.

შეხვედრის ბოლოს დამსწრე საზოგადოებას ჰქონდა შესაძლებლობა, შენიშვნები გამოეთქვა ბიუჯეტთან დაკავშირებით და ასევე კითხვებით მიემართა კომპეტენტური პირებისთვის.

მსგავსი შეხვედრები ჩატარდება საქართველოს სხვა დიდ ქალაქებშიც.

საჯარო კონსულტაციების პროექტი ხორციელდება საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური დახმარებით.

საჯარო კონსულტაციების მიზანია, მოსახლეობა უფრო მეტად იყოს ჩართული ბიუჯეტის პრიორიტეტების განსაზღვრის პროცესში. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი და ფინანსთა სამინისტრო მოსახლეობის მიერ შეხვედრების დროს გამოთქმულ მოსაზრებებს შეაჯამებენ და, მათ რეკომენდაციებზე დაყრდნობით, „ძირითადი მიმართულებების დოკუმენტს“ შეიმუშავებენ.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1769
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია