დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რაჭაში რთველი გრძელდება - უკვე 1500 ტონამდე ყურძენი გადამუშავდა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/10/10 14:35:33

 

რთველი-2018-ის ფარგლებში, რაჭაში ყურძნის მოსავლის დიდი ნაწილი დაბინავებულია. ამის შესახებ, რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსმა, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ ანდრო ასლანიშვილმა განაცხადა.


„მიუხედავად იმისა, რომ რაჭა-ლეჩხუმში ჯერჯერობით რთველი არ დასრულებულა, შეიძლება ითქვას, რომ რეგიონში მოსავლის დიდი ნაწილი დაბინავებულია. წელს ძალიან მაღალია ალექსანდროულისა და მუჯურეთულის გადამუშავების მაჩვენებელი. თუ გასულ წელს   800 ტონა გადამუშავდა, წელს ეს მაჩვენებელი უკვე 1497 ტონას აღწევს“ - აღნიშნა ანდრო ასლანიშვილმა.


მისი თქმით, კომუნიკაცია მევენახეებსა და მეწარმეებს შორის  რთველის პროცესში სრულად შედგა.  „ამბროლაურში მევენახეების კეთილგანწყობა შეინიშნება. რთველი ყოველთვის ემოციური მომენტია, ადამიანებს აღელვებთ თავიანთი მოსავლის დაბინავების ბედი. ის ადამიანებიც კი, რომლებიც რთველის დასაწყისში მღელვარებას გამოხატავდნენ, ძალიან კარგ განწყობაზე არიან, რაც ჩვენ ძალიან გვახარებს“ - აღნიშნა რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსმა.


ანდრო ასლანიშვილის განცხადებით, 2007 წლის შემდეგ პირველმა არასუბსიდირებულმა რთველმა აჩვენა, რომ მეწარმეებიც და მევენახეებიც მზად არიან მეღვინეობის დარგის მდგრადი განვითარების პროცესში ჩასართავად.


„წლევანდელმა რთველმა გვიჩვენა, რომ როგორც კომპანიების, ისე მევენახეების მხრიდან ცალსახად არის ზრდისა და განვითარების,   სიახლეების მიღებისა და გაზიარების პოტენციალი და მზადყოფნა. წლევანდელი რთველის პლიუსი ის იყო, რომ გვაქვს ურთიერთშეთანხმებული მოქმედებები და სურვილი, გადავდგათ ნაბიჯები უკეთესი მომავლისთვის, დარგის მდგარდი განვითრებისკენ“ - აღნიშნა მან.


9 ოქტომბრის მდგომარეობით, რაჭაში გადამუშავებულია 1500 ტონამდე ყურძენი - ალექსანდროული და მუჯურეთული,  მევენახეების შემოსავალმა 10,4 მლნ ლარს მიაღწია. რაჭაში ყურძენი ღვინის საწარმოებს 1350-მა მევენახემ ჩააბარა. რაჭის რეგიონში რთველის პროცესში 50-მდე ღვინის კომპანია იყო ჩართული.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1630
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია