დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
კო­პიტ­ნა­რის აე­რო­პორ­ტი ერთ ლარად იყიდება
2011/04/19 16:36:26

ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რების სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ დრო­ი­სათ­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში რამ­დე­ნი­მე კომ­პა­ნი­ის გა­ნაცხადია შე­სუ­ლი, თუმ­ცა, საქ­მის ვი­თა­რებიდან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­მი­ნის­ტრო­ში კომ­პა­ნიების წარ­მო­მავ­ლობასა და რა­ო­დე­ნობაზე კო­მენ­ტარს არ აკე­თებენ.

რო­გორც ცნობილია, ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რების სა­მი­ნის­ტრომ ქუ­თა­ი­სის აე­რო­პორ­ტის მარ­თვი­სა და გან­ვი­თა­რების­თვის ინ­ტე­რე­სის გა­მო­სახატად, წი­ნას­წა­რი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის გა­სავ­ლე­ლად, გა­ნაცხადების მი­ღება უკ­ვე და­იწყო.

სა­მი­ნის­ტრო­ში გან­მარ­ტა­ვენ, რომ მთავ­რობა გა­ნიხილავს: შპს „ქუ­თა­ი­სის აე­რო­პორ­ტის“ აქ­ტი­ვების სიმბოლურ ფა­სად - 1 ლა­რად გასხვი­სებას ქუ­თა­ი­სი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებთან შე­საბამი­სობაში მო­საყვა­ნად და ქუ­თა­ი­სის აე­რო­პორ­ტის ნების­მი­ე­რი ევ­რო­პუ­ლი დაბალბიუჯეტი­ა­ნი კომ­პა­ნი­ის მომ­სახურების­თვის, რომ­ლის წლი­უ­რი გა­და­ზიდ­ვების რა­ო­დე­ნობა 20 მლნ მგზავრს არ ჩა­მო­უ­ვარ­დება. ინ­ტე­რე­სის გა­მოხატ­ვა არ ატა­რებს ტენ­დე­რის ან აუქ­ცი­ო­ნის სახეს, შე­საბამი­სად, მთავ­რობას აქვს უფ­ლება, არ მი­ი­ღოს არც ერ­თი გა­ნაცხადი. მთავ­რობა ინარ­ჩუ­ნებს უფ­ლებას, გა­აგ­რძე­ლოს მო­ლა­პა­რა­კებები შერ­ჩე­ულ კომ­პა­ნიებთან პი­რობებთან და­კავ­ში­რებით. სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რობა თა­ნახმაა, იყოს პრო­ექ­ტის თა­ნა­დამ­ფი­ნან­სებელიც.

ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რების სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, „ქუ­თა­ი­სის აე­რო­პორ­ტი“ სახელ­მწი­ფო სა­კუთ­რებაში არ­სებული სა­წარ­მოა, რო­მე­ლიც ქუ­თა­ი­სი­დან 20 კი­ლო­მეტ­რის და­შო­რებით მდებარეობს. იგი მო­ი­ცავს 35,5 ჰექ­ტარ მი­წის ნაკ­ვეთს და 2 300 კვ.მ. შე­ნობის ფართს. აე­რო­პორ­ტის ამჟამინ­დე­ლი გა­და­ზიდ­ვის ტე­ვა­დობა სა­ათ­ში 200 მგზავრს შე­ად­გენს. აე­რო­პორ­ტი, ყოველ­გვა­რი სე­ზო­ნუ­რი შე­ფერხების გა­რე­შე, 24 სა­ა­თის გან­მავ­ლობაში ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1764
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია