დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ფინანსთა მინისტრის შეხვედრა წყალტუბოში
2011/03/22 15:32:34

ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი იმერეთის რეგიონის ახალგაზრდებს შეხვდა. წყალტუბოში მთავრობის ფისკალურ პოლიტიკასა და ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ ვითარებაზე დეტალურად ისაუბრა.

„როგორ ვითარდება ქვეყნის ეკონომიკა, რა აწუხებს საზოგადოებას - ყველა ეს საკითხი იყო სასაუბრო თემა. მათ შორის, ბუნებრივია, საუბარი შეეხო ინფლაციას, სოფლის მეურნეობის განვითარებას, სახელმწიფო ვალებს... ახალგაზრდები დაინტერესდნენ იმერეთის რეგიონში ტურიზმის სექტორის განვითარებით, ასევე იყო კითხვები, თუ რას აკეთებს ხელისუფლება დასაქმების პრობლემის მოგვარებისთვის,“ - ასე შეაფასა შეხვედრა  ფინანსთა მინისტრმა.

შეხვედრას საქართველოს ეკონომიკით დაინტერესებული ათასამდე ახალგაზრდა ესწრებოდა. კახა ბაინდურაშვილმა ისაუბრა ღონისძიებებზე, რომელსაც მთავრობა ატარებს ეკონომიკის ზრდის ხელშეწყობისთვის, ინფლაციური წნეხის შემცირების და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის.     

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1691
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია