დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისელი სტუდენტები შესაძლოა კონტროლის პალატაში დასაქმდნენ
2010/10/07 16:09:00

დღეს საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარემ ლევან ბეჟაშვილმა და ქუთიასის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიგა ღავთაძემ ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. მემორანდუმის თანახმად, კონტროლის პალატაში დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება - საჯარო სექტორის მართვისა და აუდიტის თანამედროვე მეთოდოლოგიის სფეროში - სტუდენტებს გაუზიარდებათ. საქართველოს კონტროლის პალატის თანამშრომლები ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, უნივერსიტეტში სალექციო კურს წარუძღვებიან. სალექციო კურსის დასრულების შემდეგ, ტესტირების გავლის შემთხვევაში, სერთიფიკატები გადაეცემათ. შესაძლებელია, რომ წარმატებულები საქართველოს კონტროლის პალატაში დასაქმდნენ.

„ეს მემორანდუმი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან დავიწყებთ სტუდენტებთან თანამშრომლობას. ისინი სტუდენტობის პერიოდში პროფესიას უკეთ დაეუფლებიან და რეგიონში გვეყოლება პროფესიონალი კადრები,“- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სალექციო კურსი 12 ოქტომბერს დაიწყება.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1750
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია