დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
აგროჰაბი - უნიკალური კონცეფციის პროექტი
2016/12/28 14:45:31

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში კიდევ ერთი ახალი ობიექტი მოემსახურება ქართული ნაწარმის პოპულარიზაციას და მყიდველს ზუსტად ეცოდინება, რომ აქ არის საქართველოში დამზადებული და სერტიფიცირებული პროდუქტი“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ქეთევან ბოჭორიშვილმა თბილისში „აგროჰაბის“ პირველი ჰიპერმარკეტის ოფიციალური გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა. მისი თქმით, ეს არის უნიკალური კონცეფციის პროექტი, სადაც წარმოება და გაყიდვებია ინტეგრირებული. 


 „საქართველოში ახალი ობიექტი ,,აგროჰაბი“ გაიხსნა, რომელიც ვაჭრობის ერთ-ერთი უნიკალური კონცეფციის მატარებელი გახლავთ, სადაც წარმოება და გაყიდვებია ინტეგრირებული. მნიშვნელოვანია, რომ ამ ობიექტში ათასობით სახეობის ადგილობრივი პროდუქცია იყიდება და მომხმარებელს მაღალი ხარისხის პროდუქტს სთავაზობს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს ობიექტი ქართული ნაწარმის პოპულარიზაციას მოემსახურება და მყიდველს ზუსტად ეცოდინება, რომ ეს არის საქართველოში დამზადებული და სერტიფიცირებული პროდუქტი, რაც რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია დარგების განვითარებისათვის“ - განაცხადა ქეთევან ბოჭორიშვილმა.


მინისტრის მოადგილის თქმით, კონცეფცია ასევე მოიაზრებს არა მხოლოდ წარმოებას, ასევე ადგილზე დაგემოვნებას, რაც საბოლოო ჯამში უნიკალური მიდგომაა და ეს თავის მხრივ, ახალი ბიზნესის სახეობაა. „შემდგომ პერიოდში ქსელი შეიქმნება, რომელიც ქართველ მწარმოებლებს მისცემს საშუალებას, თავიანთი პროდუქცია განათავსონ ამ საცალო ქსელში და კიდევ უფრო გაზარდონ წვდომა მომხმარებელთან“ - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.


როგორც ღონისძიებაზე ითქვა, „აგროჰაბში“ განხორციელებული ინვესტიცია 15 მილიონ ლარს შეადგენს. კომპანია 2017 წელს თბილისსა და რეგიონებში რამდენიმე მარკეტის დამატებას გეგმავს.


კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, „აგროჰაბში“ იქნება სხვადასხვა სახის წარმოება - კომპანიას აქვს ISO 22000-ით სერთიფიცირებული რძის გადამამუშავებელი ქარხანა, სადაც ხდება 100%-ით ნატურალური რძის პროდუქტის წარმოება. 
გარდა ამისა, „აგროჰაბი“ მომხმარებელს შესთავაზებს კიდევ რამდენიმე სახის წარმოებას, მათ შორის საკონდიტრო საცხობის, ცივი და ცხელი სამზარეულოს, სალათების და ზღვის პროდუქტის მრავალფეროვან ასორტიმენტს. ამასთან, „აგროჰაბში" სოფლის მეურნეობის პროდუქტებიც გაიყიდება, მათ შორის საქართველოს სხვადასხვა კუთხის ნატურალური პროდუქტები. „აგროჰაბს" ასევე აქვს საკუთარი ფრინველის, საქონლის და ღორის ფერმა.


აღსანიშნავია, რომ პროდუქციის ხარისხის შესამოწმებლად კომპანიას სამი სახის ლაბორატორია აქვს: ფიზიკო-ქიმიური, მიკრობიოლოგიური და ვეტერინარული, რომელიც სრულად არის აღჭურვილი ევროპული დანადგარებით.
„აგროჰაბის“ გახსნას საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და თბილისის მერი დავით ნარმანია ესწრებოდნენ.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 10240
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია