დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ნაკაშიძე - ვიდეოთვალს, მასწავლებლები ხელფასებს ითხოვენ
2010/04/15 17:35:45

დღეს ქუთაისის მერიის თვითმმართველობის საკრებულოს სხდომაზე ქალაქის ბიუჯეტზე იმსჯელეს. წელს ქუთაისის კეთილმოწყობისათვის ბიუჯეტიდან 1 306 000 ლარი დაიჯარხება. თანხა, ძირითადად, ქუჩების მოსაპირკეთებლად, საკანალიზაციო სისტემისა და ლიფტების, გარეგანათების მოსაწესრიგებლადაა გაწერილი. ასევე ბიუჯეტი შეეწევა ქალაქში ახალი ფეხბურთის მოედნის მშენებლობას.

საკრებულოს სხოდმაზე რესპუბლიკელმა ვლადიმერ ნაკაშიძემ ვიდეოკონტროლის არა მარტო ქალაქის ცენტრში დამონტაჟება, არამედ მათი გარეუბნებში დაყენებაც მოითხოვა. მისი აზრით, ეს ავტოავარიების თავიდან აცილებაში დაეხმარება ქალაქს.

საკრებულოს სხდომაზე შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვთა სასწავლებლის დირექტორი ვალენტინ მახათაძე დახმარების სათხოვნელად იყო მისული. სამი თვეა სასწავლებლის თანამშრომლებს ხელფასი არ აუღიათ. საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან ხვადაგიანმა, მათი პრობლემის შესახაბ განხილვა მომდევნო სხდომისათვის გადადო, როგორც გაირკვა, არა - პირველად. დახმარების სათხოვნელად სასწავლებლის თანამშრომლები მერს, საკრებულოს თავმჯდომარეს, მაჟორიტარ დეპტატსაც კი კარგა ხანია მიმართავენ, მაგრამ ამაოდ... 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1704
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია