დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ტყე-ტყე... წყალტუბოს ცენტრამდე“
2010/04/06 13:07:14

„ტყე-ტყე... წყალტუბოს ცენტრამდე“

პატივცემულო რედაქციავ, უპირ­ვე­ლე­სად, დიდ მად­ლობას მო­გახსე­ნებთ, რომ ჩვენს გა­სა­ჭირს ეხმა­უ­რებით.

ამ რამ­დე­ნი­მე დღის წინ წა­ვი­კითხეთ თქვენს გა­ზეთ­ში გა­მოქ­ვეყნებული წე­რი­ლი - „ტყე-ტყე... წყალ­ტუბოს ცენ­ტრამ­დე“, რო­მე­ლიც, ძი­რი­თა­დად, ჩვე­ნი თა­ნა­ქა­ლა­ქე­ლის  - მევ­ლუდ ბობოხიძის მი­ერ მო­წო­დებულ ცნობებს ეყრდნობა. აღ­ნიშ­ნულ­მა პი­როვ­ნებამ მა­ნამ­დე ორჯერ გა­მო­აქ­ვეყნა წე­რი­ლი ად­გი­ლობრივ გა­ზეთ­ში, სა­დაც მო­ითხოვ­და, რომ „წყალ­ტუბო-ქუ­თა­ი­სის ხაზ­ზე მო­მუ­შა­ვე მიკ­რო­ავ­ტობუსების ნახევარს ევ­ლო სა­ნა­ტო­რი­უ­მების - „რკი­ნიგ­ზე­ლის“, „ცენ­ტრო­სო­ი­უ­ზის“, „დრუჟბის“ და „სა­ქარ­თვე­ლოს“ გავ­ლით, სა­დაც ამჟამად დევ­ნი­ლები ვცხოვ­რობთ. მა­ნამ­დე ჩვენ, დევ­ნი­ლებმაც, არა­ერთხელ ვთხოვეთ ად­გი­ლობრივ ხელი­სუფ­ლებას ამის შე­სახებ, მაგ­რამ ყურად­ღება არა­ვინ მოგ­ვაქ­ცია. მევ­ლუდ ბობოხიძის კრი­ტი­კულ წე­რი­ლებს კი მოჰყვა ის, რომ და­ი­ნიშ­ნა ერ­თი რა­ღაც უაზ­რო რე­ი­სი - „7“.

უაზ­როა იმი­ტომ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ავ­ტობუსი ქუ­თა­ი­სი­დან მო­დის კვლავ ძვე­ლი მარ­შრუ­ტით, ანუ გამ­გეობის გავ­ლით, ადის წყალ­ტუბოს ბაზარ­ში და შემ­დეგ მო­დის სა­ნა­ტო­რი­უ­მების მი­მარ­თუ­ლებით შუ­აგ­ზამ­დე. შუ­აგ­ზი­დან ბრუნ­დება ისევ უკან და ძვე­ლი მარ­შრუ­ტით მი­ე­მარ­თება ქუ­თა­ის­ში ისე, რომ სა­ნა­ტო­რი­უ­მების მცხოვ­რებთა ნახევა­რი ამით ვერ სარ­გებლობს. თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ იმა­საც, რომ ეს ავ­ტობუსი სა­ათ­ში ერთხელ გა­მოჩ­ნდება ხოლ­მე, შე­იძ­ლება ჩავთ­ვა­ლოთ, რომ ამით ხელი­სუფ­ლებამ ჩვე­ნი გა­მასხარა­ვება მო­ინ­დო­მა და სხვა არა­ფე­რი. არა­და, რა პრობლე­მა აქვთ აქ, ვერ გა­ვი­გეთ, ამ საქ­მის გა­დაწყვე­ტას ხომ არც ფუ­ლი უნ­და და არც დი­დი გა­ნათ­ლება. სა­ჭი­როა მხოლოდ კე­თი­ლი ნება, რო­მე­ლიც, სამ­წუხაროდ, ად­გი­ლობრივ მთავ­რობას არ გა­აჩ­ნია. კი მაგ­რამ, რა ჯინი აქვთ ასე­თი ჩვე­ნი? აბა, რუ­სი დამ­სვე­ნებლები ყოფი­ლიყვნენ ამ სა­ნა­ტო­რი­უ­მებში, თუ გაბედავ­დნენ ამ­დენს? მა­შინ ხომ შე­უ­ფერხებლად და­დი­ო­და ამ მხარე­ზე ტრან­სპორ­ტი. ახლა რა ხდება, ჩვენ რა, ადა­მი­ა­ნებად არ გვთვლი­ან?

მარ­თა­ლი გითხრათ, უკ­ვე და­ვი­ღა­ლეთ ამ სა­კითხზე და­ვით და არც გვე­გო­ნა თუ კი­დევ გავ­მარ­თავ­დით მათ­თან კა­მათს, მაგ­რამ ძალ­ზე გაგ­ვა­ღი­ზი­ა­ნა, ამა­ვე წე­რილ­ში გა­მოქ­ვეყნებულ­მა, წყალ­ტუბოს გამ­გებლის - მა­მუ­კა თევ­ზა­ძის ცი­ნი­კურ­მა პა­სუხმა, სა­დაც ის მოგ­ვა­რებულად თვლის ზე­მო­აღ­ნიშ­ნულ პრობლე­მას.

მარ­თა­ლია, თქვე­ნი კო­რეს­პონ­დენ­ტი იქ­ვე ხდის ნი­ღაბს მი­სი პა­სუხის უაზ­რობასა და სიყალბეს, მაგ­რამ ჩვენ მა­ინც გვინ­და კი­დევ ერთხელ შე­ვახსე­ნოთ რო­გორც მა­მუ­კა თევ­ზა­ძეს, ასე­ვე საკ­რებულოს თავმჯდო­მა­რეს - მა­მუ­კა სა­ღა­რე­იშ­ვილს და ასე­ვე ქა­ლა­ქის დე­პუ­ტატს პარ­ლა­მენ­ტში - მა­მუ­კა სა­ნებლი­ძეს, რომ დროა, უკ­ვე ხალხისა­კენ გაიხედონ. ხოლო თუ ისი­ნი იტყვი­ან, რომ ჩვენ­ზე ზრუ­ნა­ვენ, მაგ­რამ მე­ტი არ შე­უძ­ლი­ათ, მა­შინ, ბოდი­ში, მაგ­რამ დრო­ზე და­უთ­მონ ად­გი­ლები იმათ, ვი­საც მე­ტის გა­კე­თების თა­ვი და უნა­რი აქვს.

ჩვენ კი­დევ ერთხელ მო­ვითხოვთ, რომ გაიყოს „წყალ­ტუბო-ქუ­თა­­სის“ ავ­ტობუსები (7, 30 და 34 ნომ­რები) შუ­­ში და ნახევარ­მა ია­რონ ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­ნა­ტო­რი­­მების გავ­ლით. ნუ­თუ შე­უძ­ლებელია ჩვენს ქა­ლაქ­ში ამ ელე­მენ­ტა­რუ­ლი სა­კითხის გა­დაწყვე­ტა, თუ ამა­საც პარ­ლა­მენ­ტის დად­გე­ნი­ლება, ევ­რო­საბჭო, ევ­რო­კავ­ში­რი და გა­ე­რო სჭირ­დება?

 

აფხაზე­თი­დან დევ­ნი­ლები: ნა­ი­რა კო­პა­ლი­ა­ნი, ნა­ნა ქარ­ჩა­ვა, მა­რი­ნა გუ­ლუა, ცი­ა­ლა ნაჭყებია, ნუგ­ზარ გო­რე­ზი­ა­ნი, გია ჯიქია, სვე­ტა ჯულაყიძე, ცი­რა ცო­მა­ია, რაჟდენ ჯელა­ძე, აპო­ლონ ყუშაშ­ვი­ლი, თენ­გო გახოკია, მი­შა ჯელა­ძე და სხვ. (32 ხელ­მო­წე­რა)

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1734
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია