დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
30 წლის ზემოთ (ხანშიშესულები) ნუ გამოგვეხმაურებით!..
2010/04/06 12:51:07

ბოლო არ­ჩევ­ნებისას პრე­ზი­დენ­ტმა მიხეილ სა­­კაშ­ვილ­მა გა­ნაცხადა, რომ უმუ­შევ­რობა მი­სი მთა­ვა­რი კონ­კუ­რენ­ტი იყო. მი­სი სხვა კონ­კუ­რენ­ტებისა რა მო­გახსე­ნოთ და, სა­ქარ­თვე­ლო­ში უმუ­შევ­რობა ჯერ კი­დევ და­­მარცხებელია. მარ­თა­ლი­ა, სა­წარ­მოებს თით­ქმის ყოველ­დღე ხსნის, მაგ­რამ ამ დრო­ის­თვის ზუს­ტი სტა­ტის­ტი­კაც კი არ არ­სებობს, თუ რამ­დე­ნი ადა­მი­­ნი და­საქ­მდა, თუნ­დაც ბოლო ერ­თი წლის მან­ძილ­ზე. და­საქ­მებულ­თა რა­­დე­ნობას ვერც დიპ­ლო­მების მიხედ­ვით გან­ვსაზ­ღვრავთ, რად­გან ეს უკა­ნას­კნე­ლი დღეს და­საქ­მების გა­რან­ტი­ას ნამ­დვი­ლად არ წარ­მო­ად­გენს.

თუ მუ­შაობის დაწყება გსურთ და ხელს დიპ­ლო­მიც „გიმ­შვე­ნებთ“, რა შე­იძ­ლება გა­ა­კე­თოთ, რომ პრე­ზი­დენ­ტის წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო და­პი­რება თქვენს მა­გა­ლით­ზე რე­ა­ლობად აქ­ცი­ოთ და უმუ­შე­ვარ­თა სია კი­დევ ერ­თი კან­დი­და­ტით შე­ამ­სუბუქოთ?

სი­მარ­თლე გითხრათ, დი­დი არ­ჩე­ვა­ნი ნამ­დვი­ლად არა­ა, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე ალ­ტერ­ნა­ტი­ვა მა­ინც მო­ი­ძებნება.

პირ­ვე­ლი და ქუ­თა­ი­სის რე­ა­ლობაში ყვე­ლა­ზე რე­ა­ლუ­რი ნაბიჯი: გა­მო­ძებნოთ ახლობელი, რო­მე­ლიც თა­ვის­თან თუ არა, თა­ვი­სი ახლობლის დახმა­რებით მა­ინც აუ­ცი­ლებლად მო­გი­ძებნით რა­ი­მე სამ­სახურს.

ფუ­ლი: სამ­სახურის და­საწყებად ფუ­ლი ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი კომ­პო­ნენ­ტია. თუ ფუ­ლი გაქვს, ყვე­ლა კა­რი ღი­აა და სტა­ტუ­სი „უმუ­შე­ვა­რიც“ წარ­სუ­ლის სა­კუთ­რება. უფუ­ლოები და მა­რი­ფა­თი­ა­ნი ნა­თე­სა­ვების არმქო­ნე­ნი კი სამ­სახურის შოვ­ნის პირ­ველ­ზე ნაკ­ლებრე­ა­ლურ, თუმ­ცა, მე­ტად მრა­ვალ­ფე­რო­ვან სა­შუ­ა­ლებას - ინ­ტერ­ნეტ-სა­ი­ტებს მი­მარ­თა­ვენ.

jobs.ge დღეს­დღეობით ყვე­ლა­ზე დი­დი პო­პუ­ლა­რობით სარ­გებლობს. ეს ის სა­ი­ტი­ა, რომ­ლის დახმა­რებით სა­ოც­ნებო თუ არა, რა­ღაც სამ­სახური ბევრს (?) უპოვ­ნია. მსგავ­სი შემთხვე­ვები, უმე­ტე­სად, თბილის­ზე მო­დის, ქუ­თა­ი­სის რე­ა­ლობაში კი, რო­გორც 24 წლის მი­რან­და დე­­სა­ძე გვი­ამბობს, ასე­თი სი­ტუ­ა­ცი­აა:

„ექ­ვსი თვის მან­ძილ­ზე ჩე­მი დღე „jobs.ge“-თ იწყებოდა და მთავ­რდებოდა. ვინ­ტე­რეს­დებოდი ყვე­ლაფ­რით, თუ რა­ი­მე ვა­კან­სია გა­მოჩ­ნდებოდა და ვაგ­ზავ­ნი­დი CV-ებს. ბუღალ­ტრუ­ლი კურ­სები მაქვს დამ­თავ­რებული და ვა­კან­სია არ და­მი­ტო­ვებია, CV რომ არ გა­მეგ­ზავ­ნა. უმე­ტე­სად, იცით, რო­გორ ხდებოდა? ვნახავ­დი 15 რიცხვში გა­მოქ­ვეყნებულ განცხადებას თა­ვი­სუ­ფალ ვა­კან­სი­ა­ზე, და­მა­ინ­ტე­რე­სებდა, მაგ­რამ ბოლომ­დე რომ ჩა­ვი­დო­დი, ეწე­რა, რომ CV შე­მო­ტა­ნის ბოლო ვა­და 15 ან 14 რიცხვი იყო... რამ­დენჯერ­მე გა­მო­მი­ძახეს კი­დეც, ორი ეტა­პი ქუ­თა­ის­ში წარ­მა­ტებულად გა­ვი­ა­რე, თბილის­შიც ჩა­ვე­დი, მაგ­რამ აბსო­ლუ­ტუ­რად რა­დი­კა­ლუ­რი სი­ტუ­ა­ცია დამხვდა, ვიდ­რე მი­თი­თებული ჰქონ­დათ თა­ვი­დან... ამ ხნის მან­ძილ­ზე უამ­რა­ვი დრო, ენერ­გია და ნერ­ვები დავხარჯე, ახლა იმ სა­იტ­ზე სა­ერ­თოდ აღარ შევ­დი­ვარ“.

ნი­ნო გვე­ნე­ტა­ძე­მაც სცა­და „jobs.ge“-ს დახმა­რებით სამ­სახურის მო­ძიება. იგი გვი­ამბობს, რომ შე­მო­თა­ვა­ზებული ანაზ­ღა­უ­რების და სა­მუ­შაო პი­რობების გარ­და, მის­თვის წაყენებული მოთხოვ­ნებიც საკ­მა­ოდ არა­სე­რი­ო­ზუ­ლი იყო.

„პრო­ფე­სი­ით ჟურ­ნა­ლის­ტი ვარ. თა­ნახმა ვიყავი ნების­მი­ერ სა­მუ­შა­ო­ზე, სა­დაც ნორ­მა­ლუ­რი ანაზ­ღა­უ­რება იქ­ნებოდა. ბუღალ­ტრუ­ლი კურ­სებიც გა­ვი­ა­რე და ამ კუთხით ვინ­ტე­რეს­დებოდი სამ­სახურით, თუმ­ცა, თუ თა­ვი­დან შე­მო­თა­ვა­ზებული ვა­კან­სია მიმ­ზიდ­ვე­ლი მეჩ­ვე­ნებოდა, იქ მი­სუ­ლი აღ­მო­ვა­ჩენ­დი, რომ სულ სხვა პი­რობები იყო, მა­გა­ლი­თად, არც ერ­თი დღე დას­ვე­ნება, მი­ზე­რუ­ლი ანაზ­ღა­უ­რება და ა.შ.

ერ­თი ფაქ­ტი­ა, კომ­პი­უ­ტე­რის და ინ­გლი­სუ­რის ცოდ­ნის გა­რე­შე დღეს მუ­შაობას ვერ და­იწყებ... ეგ კი არა და, დამ­ლა­გებლის ვა­კან­სია ვნახე, სა­დაც აუ­ცი­ლებელ მოთხოვ­ნად სა­მი უცხო ენის ცოდ­ნა იყო მი­თი­თებული. სა­მა­გი­ე­როდ, ანაზ­ღა­უ­რება ეწე­რა იმ­დე­ნი, კი­ნა­ღამ გა­ვაგ­ზავ­ნე CV...“

თუ ანა­ლო­გი­ურ­მა სა­ი­ტებმა გუ­ლი თქვენც გა­გიც­რუ­ათ, ან, უბრა­ლოდ, ინ­ტერ­ნეტ­თან ხელი არ მი­გიწ­ვდებათ, შე­გიძ­ლი­ათ, სა­მუ­შა­ოს ძებნის გზა­ზე მე­სა­მე ნაბიჯიც გა­დად­გათ და და­საქ­მების ცენტრს ეს­ტუმ­როთ.

გა­დავწყვი­ტეთ, ექ­სპე­რი­მენ­ტი ჩაგ­ვე­ტა­რებინა და ქუ­თა­ი­სის გა­ნათ­ლების, გან­ვი­თა­რებისა და და­საქ­მების ცენტრს მე­გობარ­თან - მა­კა შა­რა­შე­ნი­ძეს­თან ერ­თად ვეწ­ვიე. მი­ზა­ნი ჩემ­თვის - და­საქ­მებულ­თა შე­სახებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძიება, მე­გობრის­თვის კი სამ­სახურის პოვ­ნა იყო.

„ცენ­ტრი უკ­ვე ოთხი წე­ლია მუ­შაობს. წი­ნა თვი­დან ახალი პროგ­რა­მა და­ვიწყეთ, რომ­ლი­თაც და­საქ­მების პროგ­რა­მა ძირ­ფეს­ვი­ა­ნად შე­იც­ვა­ლა, - ამიხსნა ერთ-ერ­თმა „დამ­საქ­მებელ­მა“, 21 წლის გი­ორ­გი გო­ცი­რი­ძემ, მას შემ­დეგ, რაც ნახევარ­სა­ა­თი­ა­ნი პერ­მა­ნენ­ტუ­ლი ძებნის შემ­დეგ ჩე­მი მე­გობრის­თვის შე­სავ­სები აპ­ლი­კა­ცია, რო­გორც იყო, იპო­ვა, - ამ ერ­თი თვის მან­ძილ­ზე შე­მო­სუ­ლი იყო 116 განცხადება, სა­ი­და­ნაც 5 და­საქ­მდა, მე მგო­ნი, ქუ­თა­ი­სის რე­ა­ლობის­თვის ცუ­დი შე­დე­გი არ უნ­და იყოს... შე­მიძ­ლი­ა, გითხრათ, რომ წი­ნა წელს დო­ნო­რი ორ­გა­ნი­ზა­ციების მხარ­და­ჭე­რით, 676 და­საქ­მების მსურ­ვე­ლი­დან 400-მა ადა­მი­ან­მა გა­ი­ა­რა გა­დამ­ზა­დება და საბოლო­ოდ 147 და­საქ­მდა“.

ამ დრო­ის­თვის და­საქ­მების ცენ­ტრში ორი მე­ნეჯერი - გი­ორ­გი გო­ცი­რი­ძე და მისივე თანატოლი მიხეილ ჩი­ქო­ვა­ნია. ჯერ სა­კუ­თა­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხარჯებით მუ­შაობენ და ცდი­ლობენ სხვა დო­ნო­რი ორ­გა­ნი­ზა­ციებიდა­ნაც მო­ი­პო­ვონ და­ფი­ნან­სება. ეკო­ნო­მი­კის ფა­კულ­ტე­ტის მე­სა­მე კურ­სის სტუ­დენ­ტებსაც სამ­სახური თა­ვის დრო­ზე და­საქ­მების ცენ­ტრმა აპოვ­ნი­ნა. თა­ვა­დაც ისე­ვე შე­ავ­სეს აპ­ლი­კა­ცი­ა, რო­გორც ახლა და­საქ­მების სხვა მსურ­ვე­ლებს ავ­სებინებენ. ტეს­ტი­რების და გა­საუბრების გავ­ლის შემ­დეგ კი, ჯერ გა­მოც­დი­ლების მი­სა­ღებად, ხოლო ერ­თი წლის შემ­დეგ უკ­ვე შტატ­ში სა­მუ­შა­ოდ დარ­ჩნენ.

„რაც უფ­რო ად­რე და­იწყებს ახალ­გაზ­რდა სამ­სახურ­ზე ფიქრს, მით უკე­თე­სი. თა­ვი­დან შე­იძ­ლება უფა­სო­დაც მო­გი­წი­ოს მუ­შაობა, პრაქ­ტი­კის მი­სა­ღებად. ხალხს 25, 30 წლის ასაკ­ში „ახსენ­დება“, რომ მუ­შაობის დაწყება უნ­დათ, თან იმა­საც ვერ ამბობენ, კონ­კრე­ტუ­ლად რი­სი გა­კე­თება შე­უძ­ლი­ათ... შე­სავ­სებ აპ­ლი­კა­ცი­ა­ში არის ერ­თი გრა­ფა, სა­დაც უნ­და ჩა­წე­რონ, თუ რა სახის სა­მუ­შაო შე­უძ­ლი­ათ შე­ას­რუ­ლონ. პა­სუხი ხშირ შემთხვე­ვა­ში გა­ურ­კვე­ვე­ლი­ა, ან, უბრა­ლოდ, სა­კუ­თარ დიპ­ლომს უთი­თებენ, არა­და, რე­ა­ლუ­რად,  დიპ­ლო­მი­ა­ნის და­საქ­მება უფ­რო რთუ­ლია. უპი­რა­ტე­სობას ისეთ ადა­მი­ანს ვა­ნი­ჭებთ, რო­მელ­საც მარ­ტო საბაზი­სო გა­ნათ­ლება აქვს - დამ­თავ­რებული აქვს სკო­ლა და ვერ ჩააბარა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, იმი­ტომ, რომ ვინც აბარებს, არა­ვინ წა­ვა, რეს­ტო­რან­ში სა­მუ­შა­ოდ“.

დრო­თა გან­მავ­ლობაში და­საქ­მების კრი­ტე­რი­უ­მებიც შე­იც­ვა­ლა. დღეს ასა­კობრი­ვი ზღვა­რი 15-დან 30 წლამ­დეა. მარ­თა­ლი­ა, ად­რე და­საქ­მების სამ­სახური ყვე­ლა ასა­კის ადა­მი­ანს ჰპირ­დებოდა დახმა­რებას, თუმ­ცა, რე­ა­ლუ­რად, სამ­სახურის მსურ­ვე­ლები მა­ინც ამ ასა­კის ფარ­გლებში საქ­მდებოდ­ნენ.

„აქამ­დე მო­დი­ოდ­ნენ 30 წელ­ზე ზე­მოთ, რაც ძა­ლი­ან არა­რე­ა­ლუ­რი იყო, იმი­ტომ, რომ არა­ვის უნ­და დღეს ხან­ში­შე­სუ­ლი ადა­მი­ა­ნი. ჩვენ გა­ვა­კე­თეთ ეს კრი­ტე­რი­უ­მი 15-დან 30 წლამ­დე და ჯერჯერობით მუ­შაობს“.

ძი­რი­თა­დად რა სახის ვა­კან­სიებზეა მოთხოვ­ნა?

„დღეს­დღეობით ინ­ტერ­ნე­ტი არა­ვის უჭირს, ამი­ტომ ბან­კი თა­ვის ვა­კან­სი­ას ინ­ტერ­ნეტ­ში აცხადებს, ჩვენ უფ­რო მიკ­რო-სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ციები - მა­ღა­ზი­ა, რეს­ტო­რა­ნი, სას­ტუმ­რო და ა.შ. გვი­რე­კა­ვენ. შემ­დეგ ვნახულობთ ბაზას და, თუ ვინ­მე იქ­ნება შე­სა­ფე­რი­სი ამ კან­დი­და­ტუ­რა­ზე, ვუშ­ვებთ“.

ამა­სობაში ჩემ­მა მე­გობარ­მა აპ­ლი­კა­ცია შე­ავ­სო. და­საქ­მების მე­ნეჯერი უხსნის, რომ აპ­ლი­კა­ცი­ის შევ­სების შე­მდეგ (იწე­რება ყვე­ლა მო­ნა­ცე­მი - პი­რა­დი მო­ნა­ცე­მებიდან დაწყებული - რა ტი­პის სამ­სახურს ეძებთ) ეტა­პობრი­ვად და­იწყება „სივ-ტრე­ნინ­გების“ გავ­ლა.

„თქვენს მო­ნა­ცე­მებს ბაზა­ში შე­ვიყვანთ და  იმის მიხედ­ვით, თუ რა­ი­მე შე­სა­ფე­რი­სი გა­მოჩ­ნდა, და­გი­კავ­შირ­დებით“, - აი­მე­დებს გი­ორ­გი გო­ცი­რი­ძე. მი­სი­ვე გან­მარ­ტებით, და­კავ­ში­რების შემ­დეგ, ჯერ ად­გილ­ზე ჩა­უ­ტა­რებენ კონ­კურსს, რე­კო­მენ­და­ცი­ას კი მე­წარ­მეს­თან იმის მიხედ­ვით გა­უ­წე­ვენ, რო­გორ გა­ივ­ლის       „სივ-ტრე­ნინგს“.

გრა­ფა­ში, თუ რა ტი­პის სამ­სახურს ეძებს, მა­კა­მაც სა­კუ­თა­რი პრო­ფე­სია მი­უ­თი­თა. და­საქ­მების ცენ­ტრი­დან კი იმ იმე­დით გა­მო­ვი­და, რომ სამ­სახურის პოვ­ნა­ში დიპ­ლო­მი მა­საც ხელს არ შე­უშ­ლის.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1676
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია