დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
„ჩქარი“ PSP
2009/11/30 11:56:56

რა წეეწყო მაინც ეს წვიმები, არ მოაღო ცამ პირი? წაგვიღებდა წყალი, მეგონა. შევიბუდეთ მე და ჩემი პატივცემული მეუღლე სახლში, არ გავცივდეთ-თქვა, მარა, რად გინდა, მაინც დააწყებია თხიპინი და ხველება. ბოვშებმაც ეიკიდეს ე ვირუსია თუ რაცხა ჯანდაბა და კი დეეფინენ ყველა, პირდაპირ ლაზარეთი გავხსენი სახლში... არიქა, გვიშველე რაცხა, ბატონო, მოგვიტანე წამალი სასწრაფოთო, მითხრა ჩემმა კნეინამ. სხვა ვინ უნდა წასულიყო, აბა, წამლის საყიდლად, მარტო მე ვიყავი ფეხზე... არა, კი მოვხუცდი და დავჩაჩანაკდი, მარა, ხო გაგიგონიათ: „ბებერი ხარის რქებიც ხნავენო...“

დევიკავე ქოლგა და გავეშურე აფთიაქისკენ... აგერ, ახლოშია ჩვენთან PSP-ს აფთიაქი. რაცხა ჩემი მეზობლები კი ენდურიენ, ერთი საათი უნდებიენ წამლების გაცემასო, მარა ამ წვიმაში ამის გამოცთის დრო მქონდა? რაც არ უნდა დიდხან მოვუნდე წამლის ყიდვას, ამ ზექცევაში სადმე წასვლას, მაინც აქანა მოცთა ჯობია-თქვა, გევიფიქრე და შევაღე  PSP-ს კარი... ნეტაი, გამეწირა თავი და წავსულიყავი სხვაგან... წამალსაც დროზე მივიტანდი ავანტყოფთან და აღარც საყვედური შემხვდებოდა.

თქვენ გგონიათ, დიდი რიგი დამხვდა? არა, ბატონო, პირიქით, გამიხარდა - სულ 4-5 კაცი იდგა სალაროსთან... კაია, მალე წავალ-თქვა, ვიფიქრე, მარა... ამირან გულში მღეროდაო... რაცხა ერთი თავი წამლის ყიდვას საათზე მეტი არ მოვანდომე? სიბრაზე ვეღარ დავფარე... ვეჩხუბე გამყიდველებს. ამყვენ სხვებიც. „ერთი კინკილა „ციტრამონისთვის“ ვარ შემოსული და არ გამწურეს კაცი ამდენ ლოდინში!“ - დეიჩივლა ჩემ წინ მდგომმა დარბაისელმა მამაკაცმა. ატეხეს წუწუნი სხვებმაც. ერთმა მიაძახა - აფთიაქარს კი არადა, აფთიაქარებს - რავა ყველა თქვენ აფთიაქშია ამნაირი სიტუაცია, შეხვალ და ლოდინში გხდიან სულსო... საჩივრის წიგნი თუ არსებობს, მომეცით ერთი, ახლა მაინც დავწერ საჩივარსო... გეიბღუზენ გამყიდველები, მარა ეს გაბღუზვა უშველის მაგათ მომსახურების დონეს?

მე აწი PSP-ს აფთიაქისკენ არ ვქნა პირი! ასე ჩემნაირი გაბრაზებული კიდო რამდენია ჩვენ ქალაქში, რო იცოდეთ? არა, რო დააწერ „1 აფთიაქიო“, „ლიდერიო“, შე ოჯახაშენებულო, ამხელა ფირმის მფლობელი რო ხარ, არ უნდა იფიქრო და იზრუნო, წამლის საყიდლად დალხინებული ადამიანი რო არ მოვა და კიდო შენი ნერვების წყვეტა არ დოუმატო და ამისათვის მომსახურების დონე უნდა გქონდეს, მაღალი თუ არა საშუალო მაინც? გეიკითხეთ, თუ გინდათ, ყველა გეტყვეით, გაჭირვება რო არ ქონდეთ იმნაირი, რავარც მე დამემართა იმ დღეს, PSP-ს აფთიაქში ფეხსაც არ შედგამდენ მაგათი მომსახურების გამო... 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1497
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია