დღეს ქუთაისში იმერეთის სამხარეო კლინიკურ საავადმყოფოში ქალაქის და რეგიონის საავადმყოფოებში მომუშავე ექიმებს ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და რეჟიმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ჟიჟილაშვილი შეხვდა.
შეხვედრას იმერეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. იმერეთის რეგიონი და ქუთაისი მას შემდეგ მოექცა ეპიდემიოლოგების და ჯანდაცვის სამინისტროს ყურადღების ქვეშ, რაც აქ ვირუსი პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ზვიად ჟიჟილაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე ქალაქში და იმერეთის რეგიონში ეპიდემიის საშიშროება არ არის და ერთი შემთხვევა პანიკის საფუძველს არ იძლევა.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, გასულ წელს იმერეთში 2000-ზე მეტი ადამიანი იყო გრიპით დაავადებული, ხოლო წელს იგივე პერიოდთან შედარებით ეს სტატისტიკა გაცილებით ნაკლებია.
ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა მედიკოსებთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ ვირუსის სამკურნალოდ შესაბამისი მედიკამენტების და პრეპარატების საკმარისზე მეტი მარაგია საქართველოში.