დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
კორუფციის ბრალდებით საბაჟოს ექსშეფს ასამართლებენ
2009/11/02 12:42:15

კორუფციის ბრალდებით განხორციელებული ხმაურიანი დაკავებების უკან კონკრეტული ადამიანები და მათ წინააღმდეგ არსებული ბრალდებებია.

ჯონი ბაბილოძე 2005 წლიდან 2007 წლის ივლისამდე დასავლეთის რეგიონალური საბაჟოს უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა. სამართალდამცველებმა ის მოგვიანებით 2008 წლის ნოემბერში დააკავეს და ბრალად სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება წარუდგინეს. ბრალდების თანახმად, ბაბილოძის მუშაობის პერიოდში საბაჟოს მიერ გამოვლინდა 47 შემთხვევა, როდესაც რეალურად გადაზიდული ნავთობპროდუქტების წონა არ შეესაბამებოდა ფურცელზე დეკლარირებულს. საერთო ჯამში 2 ტონაზე მეტი ნავთობპროდუქტის დანაკლისი, რაც საჭიროებდა კანონის შესაბამის რეაგირებას. საბაჟოს უფროსმა კი ასეთი დადგენილება არ გამოიტანა, რითაც სახელმწიფო ჯამში 46 ათასი ლარით აზარალა.

ჯონი ბაბილოძეს ასევე ბრალი წარედგინა რუსეთიდან აფხაზეთის გავლით შემოყვანილი ავტომანქანის „ლექსუს RX-300“-ის ლობირება. ავტომანქანა, რომელსაც მამუკა ჩოგოვაძე მართავდა, ფოთში დააკავეს და საჭირო დოკუმენტაციის უქონლობის გამო საბაჟო ტერმინალზე გადაიყვანეს. როგორც საბრალდებო დასკვნაშია მითითებული, ნაცვლად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემისა, რასაც სს კოდექსის 214-ე მუხლი ითვალისწინებდა, საბაჟოს ხელმძღვანელობამ ჩოგოვაძეს 500 ლარიანი ჯარიმის გადახდა აკმარა, რაშიც სამართალდამცველებმა ჩინოვნიკის ქვენა ინტერესები დაინახეს. ბაბილოძე თბილისის სასამართლომ რამდენიმე თვის წინ გაასამართლა. წარდგენილ ბრალდებაში ყოფილმა ჩინოვნიკმა თავი დამნაშავედ არ სცნო - ჩოგოვაძის „ლექსუსთან“ დაკავშირებით მან განაცხადა, რომ გადატვირთული სამუშაო რეჟიმის გამო მას არ შეეძლო ყველა საქმის წარმოებისათვის თვალყური ედევნებინა, მან ხელი მისი თანამშრომლის, მამუკა ფანტენაძის მიერ შედგენილ დადგენილებას მოაწერა, რომლის თანახმადაც ჩოგოვაძეს ბიუჯეტის სასარგებლოდ თანხის გადახდა დაეკისრა. ამ მანქანის განბაჟება კი მისსავე მუშაობის პერიოდში მოხდა და შესაბამისად მას ამ საქმეში დანაშაული არ აქვს, რაც სასამართლომ დადასტურებულად სცნო. საბოლოოდ კი მას სს კოდექსის 332-ე მუხლით სასჯელის ვადად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა და 7 ათასი ლარი ჯარიმა დაეკისრა. ბაბილოძემ განაჩენი გაასაჩივრა. თავის უდანაშაულობის მტკიცებას ამჟამად ის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში შეეცდება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1926
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია