დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ავტოქარხნის რებუსი
2009/10/23 13:46:06

ქუთაისურმა ოპოზიციურმა პარტიებმა: „მოძრაობა საქართველოსთვის“ კონსერვატიულმა პარტიამ და „ახლებმა“ ქუთაისის ავტოქარხნის შესასვლელთან  აქცია გამართეს.

ისინი ქარხნის ტერიტორიაზე შესვლის ნებართვას ითხოვდნენ, რათა ადგილზე დაეთვალიერებინათ, რა დატვირთვით მუშაობს ქარხანა და საერთოდ მუშაობს  თუ არა.

„ეჭვი გვაქვს, რომ ქარხანა კი არ მუშაობს, არამედ მისი დემონტაჟი მიმდინრეობს,“ - აღნიშნა „მოძრაობა  სამართლიანი საქართველოსთვის“ ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარემ შოთა ბურჯანაძემ. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა  საწარმოს უსაფრთხოების სამსახურისაგან  შენობაში შესვლაზე უარი მიიღეს. მათ აუხსნეს, რომ შენობაში შესასვლელად  საშვის აღება და თბილისში ჩასვლა დასჭირდებათ, ასევე უარით გამოისტუმრეს ჟურნალისტებიც. ოპოზიციური პარტიების ლიდერების განცხადებით, ქარხანაში შესვლაზე მიღებული უარი თავისთავად იმაზე მიუთითებს, რომ პრეზიდენტის  ვიზიტის დროს ქარხანაში ტექნიკა ე.წ. „კეჩის“ ბაზრობიდან მიიტანეს და  პრეზიდენტის განცხადება – ქარხანაში 7000 ადამიანის დასაქმების შესახებ – აბსურდია.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1611
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია